ქუთაისის ვიცემერობის ოპოზიციონერი კანდიდატი გაათავისუფლეს

358

წინა სტატია

ქუთაისის ვიცემერობის კანდიდატი ოპოზიციიდან იმედა კლდიაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

საქმე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე დარინა აბულაძემ განიხილა. პროკურატურა მის 15 დღიან პატიმრობას ითხოვდა, თუმცა, საბოლოოდ კლდიაშვილი 2000 ლარით დააჯარიმეს.

ქუთაისში ოპოზიციის შეთანხმებული ვიცემერობის კანდიდატი იმედა კლდიაშვილი პოლიციამ პირველ ნოემბერს დააკავა. მისი დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც საუბნო საარჩევნო კომისიაში “ქართული ოცნების” კომისიის წევრმა განაცხადა, რომ მას არჩევნების გაყალბებას აიძულებდნენ. ვიცე-მერობის კანდიდატი პროტესტის ნიშნად ქუთაისში სუსის შენობასთან მივიდა და საკუთარი ავტომანქანით შესასვლელი ჩაკეტა. კლდიაშვილმა საკუთარი დაკავების კადრები თავად გადაიღო.

პირველ ნოემბერს, ქუთაისის 90-ე საარჩევნო უბნის რეგისტრატორმა, იზა ჩირგაძემ, რომელიც მმართველი პარტიის წარმომადგენელია, განაცხადა, რომ მას არჩევნების გაყალბებას აიძულებდნენ. მან ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” შტაბში ისაუბრა.