კალაძე: თბილისს ისეთ ქალაქად ვაქცევთ, რომლითაც ყველა თაობის ადამიანი იამაყებს

228

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქალაქის სიყვარულის გარშემო გაერთიანებულები ყველა გამოწვევას დავძლევთ და თბილისს ისეთ ქალაქად ვაქცევთ, რომლითაც ყველა თაობის ადამიანი, ვინც ამ ქალაქში ვცხოვრობთ, იამაყებს,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გარემოსდაცვითი მიმართულება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა და ამ მიმართულებით ბევრი კარგი საქმე გაკეთდა.

ამასთან, კახა კალაძემ ირაკლი ბენდელიანს კონკრეტული პროექტების მომზადება დაავალა.

„ქალაქს დიდი რესურსი აქვს იმისთვის, რომ იყოს ყველაზე მწვანე, ლამაზი. თბილისს არაფერი არ უხდება ისე როგორც სიმწვანე, პარკები გადავსებული ადამინებით. 15 პარკის რეაბილიტაცია მოხდება, აქედან 9 ახალი პარკია, რაც ჩვენი დაპირება იყო. უკვე დაიწყეთ პროექტების მომზადება, რომ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები და ეს პროექტები იყოს ისე გაკეთებული, რომ ყველამ ვიამაყოთ, როგორიც არის კიკვიძის პარკი, გოძიაშვილის პარკი, ვაკის პარკი, „მზიური“. ეს მიდგომა და დამოკიდებულება გვჭირდება ჩვენ, რომ მომდევნო წლების განმავლობაში კიდევ უფრო მეტი მწვანე სივრცე და რეკრეაციული ზონები შევქმნათ დედაქალაქში. ირაკლი ბენდელიანს მინდა დავავალო, რომ ინფრასტრუქტურის მიმართულებით გამზირების რეაბილიტაცია, ქუჩების კეთილმოწყობა- ეს არის ის პროექტები, რომელიც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება თბილისს. ჩვენი დაპირება იყო გამზირების განახლება, ქეთევან წამებულის, მელიქიშვილის, რუსთაველის, წერეთელის და ა.შ. დაიწყეთ კონკრეტული პროექტების მომზადება, რომ მომავალი წლიდან შევძლოთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. თბილისელებო, გაკეთებული საქმეებით და განხორციელებული პროექტებით, აუცილებლად გავამართლებთ თქვენ იმედებს და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქალაქის სიყვარულის გარშემო გაერთიანებულებული ყველა გამოწვევას დავძლევთ და თბილისს ისეთ ქალაქად ვაქცევთ, რომლითაც ყველა თაობის ადამიანი, ვინც ამ ქალაქში ვცხოვრობთ, იამაყებს“,- განაცხადა კალაძემ.