სიღნაღის მუნიციპალიტეტის 8 სოფლის წყალმომარაგებისთვის სისტემების მშენებლობა გრძელდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტი ითვალისწინებს სოფლების: ტიბაანის, ანაგას, ბოდბისხევის, ქვემო ბოდბეს, საქობოს, ვაქირის, ჯუგაანისა და ქვემო მაღაროს 24 საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფას.
„სიღნაღის მუნიციპალიტეტის 8 სოფლის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. პროექტს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს და მისი ღირებულება 27 მილიონ ლარს...
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ის ორგანიზებით, აკადემიის კურსდამთავრებულებისა და კრწანისის რაიონის მოსახლეობისთვის 5 ნოემბერს დასაქმების ფორუმი გაიმართება.
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, ფორუმის პარტნიორია კრწანისის რაიონის გამგეობა და HR პროფესიონალთა ასოციაცია. ფორუმზე მოწვეული იქნებიან აკადემიის სადიპლომო და სასერტიფიკატო პროგრამების კურსდამთავრებულები სხვადასხვა მიმართულებიდან, როგორიცაა საექთნო საქმე, ფარმაცია, სკოლამდელი განათლება, ბუღალტრული აღრიცხვა, კომპიუტერული ქსელები და სისტემები, ფინანსები, დისტრიბუცია...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე განმარტავს, მოქალაქეებმა ე.წ. მწვანე პასპორტის გამოყენებისას რა ინდიკატორები უნდა დააკმაყოფილონ.
ამასთან, როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, პანდემიის მართვის მოდელი შეიცვალა და ე.წ. ლოკდაუნები, ჩაკეტვები და ტრანსპორტის შეჩერება არ განიხილება.
„ე.წ. მწვანე პასპორტში შედის 4 ინდიკატორი: ორჯერადი აცრა და გაკეთებიდან 14 დღე რომ იყოს გასული; ბოლო 6 თვის განმავლობაში აქვს...
ლატარიამ გარკვეულწილად იმუშავა, მაგრამ არა იმ მასშტაბით, რასაც ველოდით, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, ლატარიის გარდა მიმდინარეობს მუშაობა სხვადასხვა წამახალისებელ ღონისძიებაზეც.
„მოგახსენებთ, რომ ლატარიამ გარკვეულწილად იმუშავა, მაგრამ არა იმ მასშტაბით, რასაც ველოდით. დღეს საკოორდინაციო საბჭოს მიერ კიდევ ერთხელ გაიცა დავალებები, რომ მეტი პრომოცია და ადვოკატირება იყოს ლატარიასთან მიმართებაში. გთხოვთ, გააშუქოთ ვინ მოიგო. არ შუქდება იმ...
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციის შემდგომი ხელშეწყობისთვის უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ რამდენიმე ღონისძიება განიხილა. როგორც გამყრელიძემ განმარტა, მათ შორის, საბჭოსთვის შეთავაზებულია აგრესიული საკომუნიკაციო კამპანია, ე.წ. მწვანე პასპორტის კონცეფცია, სამ რეგიონში სადაც აცრის მაჩვენებელი 60%-ს უახლოვდება დამატებითი სტიმულის გამოყენება, ხოლო 10 დიდ ქალაქში კი პარასკევი-შაბათი-კვირის აქციები, სადაც მოსახლეობას ღია სივრცეში კონცერტებსაც შესთავაზებენ.
„საბჭოზე იყო განხილვა ვაქცინაციის შემდგომი...
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია არ გამორიცხავს, რომ ქვეყანას ეპიდსიტუაციის გართულებიდან გამომდინარე საველე ჰოსპიტლების გამოყენება კვლავ დასჭირდეს. ამის შესახებ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ასევე გამოყენებული იქნება კოვიდსასტუმროებიც.
„შესაძლებელია კვლავ დაგვჭირდეს გავაფართოვოთ ჰოსპიტალური სექტორის შესაძლებლობა, მათ შორის გამოვიყენოთ საველე ჰოსპიტალი და ასევე გამოვიყენოთ კოვიდსასტუმროები“, - განაცხადა გაბუნიამ.
რაც შეეხება ე.წ. ბუსტერდოზებს, როგორც გაბუნია ამბობს, რომ 3-4...
წინა სტატია
პრეზიდენტის განცხადება დანაშაულებრივი იყო - პრეზიდენტი, რომელიც დანიშნა ერთმა კონკრეტულმა პარტიამ, დღემდე ასრულებდა მის დავალებებს და ხარკს უხდის "ქართულ ოცნებას", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ახლა მნიშვნელობა არ აქვს, რას იტყვის პრეზიდენტი, რადგან მისგან სახელმწიფოებრივ მიდგომას არ ელოდება.
„მთელი ეს წლები მუდმივად გვესმოდა შეფასებები, რომ სალომე ზურაბიშვილმა ამა თუ იმ საკითხზე სამარცხვინო...
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, „მწვანე საშვისთვის“ „პისიარ“ ტესტის ხარჯს სახელმწიფო პროგრამა არ დაფარავს.
როგორც გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა, „მწვანე საშვის“ არსი ისაა, რომ აცრაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება, თუმცა „პისიარ“ ტესტი მოთხოვნაა.
„მწვანე საშვის“ მთავარი არსი ისაა, რომ აქ უკვე პასუხისმგებლობა აცრაზე სახელმწიფოს მხარესაა, მაგრამ "პისიარ" ტესტი მოთხოვნაა. "პისიარ" ტესტის ხარჯს ასეთ...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს პანდემიასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისთვის მადლობა გადაუხადა.
როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან აღნიშნა, ის მხარს უჭერს სავალდებულო ვაქცინაციას სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებში და მასწავლებლებში, თუმცა ეს საკითხი ბევრ ასპექტთან არის დაკავშირებული.
„ქალბატონ პრეზიდენტს დღეს დიდი მადლობა გადავუხადე ოფიციალურად მისი განცხადებისთვის, რაც მან გუშინ პანდემიასთან და პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის...
ელენე ხოშტარია ყოველთვის იდგა ბრძოლის წინა ხაზზე ამ დღეების განმავლობაში და ნამდვილად არ გამკვირვებია მისი ეს ნაბიჯი - ჩვენი დეპუტაციიდან არავინ გამორიცხავს, რომ პროტესტის იგივე ფორმას მივმართოთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, თუ მათ ვერ დაინახეს, რომ ხელისუფლება კონკრეტულ ნაბიჯების დგამს, ყველა მზად არის პროტესტის ასეთ რადიკალურ ნაბიჯებზე წავიდეს, როგორიც შიმშილობაა.
"თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა საკუთარი...
მივიღეთ რეკომენდაცია ეროვნული ვაქცინაციის ექსპერტების ჯგუფისგან (NITAG), რომელიც მხარს უჭერს „ბუსტერ დოზებით“ აცრას ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში 18 წელს ზემოთ, ნებისმიერი ვაქცინით აცრილი პირებისთვის, - ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
„ამ დროისთვის ე.წ. ბუსტერ დოზით აცრილია დაახლოებით 3-4 ათასი ადამიანი. გუშინ მივიღეთ რეკომენდაცია ეროვნული ვაქცინაციის ექსპერტების ჯგუფისგან (NITAG), რომელიც მხარს უჭერს...
ე.წ. მწვანე საშვის შემოღებისთვის ყველა პირობა უნდა იყოს შექმნილი, რათა აღსრულების ნაწილში არ შეიქმნას შეფერხებები და ამან არ გამოიწვიოს ფალსიფიკაცია და გაყალბა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
მან ისაუბრა რა შემთხვევაში აქვს აზრი ქვეყანაში ე.წ. მწვანე საშვის შემოღებას.
„ადმინისტრირების ნაწილში მნიშვნელოვანია ის, რომ ვიდრე მოხდება ამ მექანიზმის აღიარება და სავალდებულო...
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას მიაჩნია, რომ ეკლესიის მხარდაჭერა ვაქცინაციის პროგრამის გაფართოებაში სერიოზულ დახმარებას გაუწევდათ. მისი თქმით, რელიგიური რწმენა და შეხედულებები ამ საკითხთან მიმართებაში მნიშვნელოვანია.
"ძალიან მნიშვნელოვანია ეკლესიის მხარდაჭერა. საქართველოს აქვს იმის გამოცდილება, რომ ეკლესიის მხარდაჭერით ძალიან სერიოზული გარდატეხა მოხდა. მაგალითად, ტუბერკულოზის მართვის პროგრამაში, როდესაც იმ პირებს, რომლებსაც მხარდაჭერა, ხანგრძლივი მკურნალობა, წახალისება და რწმენა სჭირდებოდათ, ეკლესია დაეხმარა იმაში, რომ ეს...
რამდენიმე დიდი ქალაქი 10-15 პროცენტით ჩამორჩება სამიზნე 60%-იან მაჩვენებელს. მნიშვნელოვანია, რომ ამ ქალაქებში სრულად მივაღწიოთ ვაქცინაციის მოცვას, - ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
„საკოორდინაციო საბჭომ იმსჯელა ვაქცინაციის პროგრამის გაფართოების შესაძლებლობებზე. კვლავაც ჩაითვალა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია აქტიური საინფორმაციო კამპანიის გავრცელება და მარათონის გაფართოება როგორც სოფლად, ასევე დიდ ქალაქებში. რამდენიმე დიდი ქალაქი...
„ლელო“ საოცრებაა, გულწრფელად ვიტყვი, პოლიტიკურად ასეთი უნიჭო ადამიანები არ მახსოვს და არ მინახავს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გადაცემაში „თბილისი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, არ ახსოვს პოლიტიკურად ისეთი უნიჭო გუნდი ქართულ პოლიტიკაში, როგორიც „ლელოა“.
„ამდენი წელია ქართულ პოლიტიკას, ვუყურებ, მანამდეც, ვიდრე პოლიტიკაში შემოვიდოდი, მაგრამ „ლელო“ პოლიტიკურად, არც ვიცი რა ვუწოდო, სრული კატასტროფაა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ოპოზიციის გარკვეული ნაწილის მიერ საპარლამენტო მანდატების დატოვების საკითხი მმართველ გუნდში შეაფასეს.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლების თქმით, დეპუტატების მიერ მანდატების დატოვება საკუთარი ამომრჩევლის წინაშე უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა. მათი განცხადებით, ამ ადამიანების მოთხოვნა, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, უსაფუძვლოა.
„მანდატების დატოვება, შიმშილობა, რევოლუციურ სცენარებზე და სისხლისღვრაზე საუბარი - ეს არის რეალობა, რომელსაც, სამწუხაროდ, ჩვენ დღეს ვუყურებთ. ამ რეალობას სჭირდება საქმიანი პასუხი - იმ პროექტების განხორციელება, რომლებიც...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































