თამარ გაბუნია: რამდენიმე დიდი ქალაქი 10-15%-ით ჩამორჩება ვაქცინაციის სამიზნე 60%-იან მაჩვენებელს

278

რამდენიმე დიდი ქალაქი 10-15 პროცენტით ჩამორჩება სამიზნე 60%-იან მაჩვენებელს. მნიშვნელოვანია, რომ ამ ქალაქებში სრულად მივაღწიოთ ვაქცინაციის მოცვას, – ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

„საკოორდინაციო საბჭომ იმსჯელა ვაქცინაციის პროგრამის გაფართოების შესაძლებლობებზე. კვლავაც ჩაითვალა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია აქტიური საინფორმაციო კამპანიის გავრცელება და მარათონის გაფართოება როგორც სოფლად, ასევე დიდ ქალაქებში. რამდენიმე დიდი ქალაქი 10-15 პროცენტით ჩამორჩება სამიზნე 60%-იან მაჩვენებელს. მნიშვნელოვანია, რომ ამ ქალაქებში სრულად მივაღწიოთ ვაქცინაციის მოცვას. ეს ქალაქებია თბილისი და ბათუმი, შედარებით ნაკლები აცრილია ქუთაისში, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ამ დიდ ქალაქებში აცრილთა რაოდენობა კიდევ გაიზარდოს. საბჭომ ასევე განიხილა ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადების კონტროლის ცენტრის მიერ წარმოდგენილი წინადადებები „მწვანე საშვთან“ დაკავშირებით. ამ მიმართულებით კონსულტაციები გაგრძელდება და გადაწყვეტილების მისაღებად საბჭოს სხდომა დამატებით ჩაინიშნება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.