„ლელო“ საოცრებაა, გულწრფელად ვიტყვი, პოლიტიკურად ასეთი უნიჭო ადამიანები არ მახსოვს და არ მინახავს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გადაცემაში „თბილისი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, არ ახსოვს პოლიტიკურად ისეთი უნიჭო გუნდი ქართულ პოლიტიკაში, როგორიც „ლელოა“.
„ამდენი წელია ქართულ პოლიტიკას, ვუყურებ, მანამდეც, ვიდრე პოლიტიკაში შემოვიდოდი, მაგრამ „ლელო“ პოლიტიკურად, არც ვიცი რა ვუწოდო, სრული კატასტროფაა“, – განაცხადა კახა კალაძემ.