ლატარიამ გარკვეულწილად იმუშავა, მაგრამ არა იმ მასშტაბით, რასაც ველოდით, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, ლატარიის გარდა მიმდინარეობს მუშაობა სხვადასხვა წამახალისებელ ღონისძიებაზეც.
„მოგახსენებთ, რომ ლატარიამ გარკვეულწილად იმუშავა, მაგრამ არა იმ მასშტაბით, რასაც ველოდით. დღეს საკოორდინაციო საბჭოს მიერ კიდევ ერთხელ გაიცა დავალებები, რომ მეტი პრომოცია და ადვოკატირება იყოს ლატარიასთან მიმართებაში. გთხოვთ, გააშუქოთ ვინ მოიგო. არ შუქდება იმ ინტენსივობით, როგორც სხვა საკითხი.
ასევე, ბევრ სხვადასხვა წამახალისებელ საკითხზეა საუბარი. სხვადასხვა ტიპის ვაუჩერზე, ბენეფიტებზე. რა არის, ამას კონკრეტულად ვერ გეტყვით”,- აღნიშნა გამყრელიძემ.