გამყრელიძე: ე.წ. ლოკდაუნი, ტრანსპორტის შეჩერება არ განიხილება

267

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე განმარტავს, მოქალაქეებმა ე.წ. მწვანე პასპორტის გამოყენებისას რა ინდიკატორები უნდა დააკმაყოფილონ.

ამასთან, როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, პანდემიის მართვის მოდელი შეიცვალა და ე.წ. ლოკდაუნები, ჩაკეტვები და ტრანსპორტის შეჩერება არ განიხილება.

„ე.წ. მწვანე პასპორტში შედის 4 ინდიკატორი: ორჯერადი აცრა და გაკეთებიდან 14 დღე რომ იყოს გასული; ბოლო 6 თვის განმავლობაში აქვს თუ არა პირს გადატანილი ინფექცია; ბოლო 72 საათში ნეგატიური გაქვს თუ არა პისიარის ტესტის პასუხი და 24 საათში გაქვს თუ არა ანტიგენის ტესტი ნეგატიური. აქედან ერთ-ერთს უნდა აკმაყოფილებდე, რომ შენს პასპორტს ერქვას „მწვანე“ პასპორტი.

რაც შეეხება შეზღუდვებს, შეზღუდვებზე არ არის საუბარი, იმიტომ, რომ პანდემიის მართვის მოდელი ზოგადად მთელ მსოფლიოში შეცვლილია. მათ შორის ჩვენთანაც – ნაკლები შეზღუდვა, რომელიც ეკონომიკაზე ახდენს ზეწოლას, ე.წ. ლოკდაუნები, ჩაკეტვები, ტრანსპორტის შეჩერება, არ განიხილება. განიხილება არაპირდაპირი ე.წ. დისკომფორტის, „მწვანე პასპორტის“ შემოტანა, წამახალისებელი ღონისძიებები და ყველაზე მარტივი რეგულაციების დაცა, რომელსაც ხშირად ვიმეორებ. ესენია: ყველას ეკეთოს პირადე, ყველამ დაიცვას დისტანცია, აარიდოს თავი ნებისმიერი მიზეზით დიდ შეკრებას და ხშირად დავიბანოთ ხელები, წავიდეთ და ავიცრათ“, – განაცხადა გამყრელიძემ.