გაბუნია: ეკლესიის მხარდაჭერა ვაქცინაციის გაფართოებაში სერიოზულ დახმარებას გაგვიწევდა

297

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას მიაჩნია, რომ ეკლესიის მხარდაჭერა ვაქცინაციის პროგრამის გაფართოებაში სერიოზულ დახმარებას გაუწევდათ. მისი თქმით, რელიგიური რწმენა და შეხედულებები ამ საკითხთან მიმართებაში მნიშვნელოვანია.

“ძალიან მნიშვნელოვანია ეკლესიის მხარდაჭერა. საქართველოს აქვს იმის გამოცდილება, რომ ეკლესიის მხარდაჭერით ძალიან სერიოზული გარდატეხა მოხდა. მაგალითად, ტუბერკულოზის მართვის პროგრამაში, როდესაც იმ პირებს, რომლებსაც მხარდაჭერა, ხანგრძლივი მკურნალობა, წახალისება და რწმენა სჭირდებოდათ, ეკლესია დაეხმარა იმაში, რომ ეს რთული გზა გაევლო. აქაც ვფიქრობ, რომ ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც ჩვენ სერიოზულ დახმარებას გაგვიწევდა ვაქცინაციის პროგრამის გაფართოებაში”, — განაცხადა გაბუნიამ.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 4 ნოემბრის მონაცემებით, სულ აცრილია 1 990 501 ადამიანი, დღიურად აცრილია — 3 469