გაბუნია: „მწვანე საშვისთვის“ „პისიარ“ ტესტის ხარჯს სახელმწიფო პროგრამა არ დაფარავს

265

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, „მწვანე საშვისთვის“ „პისიარ“ ტესტის ხარჯს სახელმწიფო პროგრამა არ დაფარავს.

როგორც გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა, „მწვანე საშვის“ არსი ისაა, რომ აცრაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება, თუმცა „პისიარ“ ტესტი მოთხოვნაა.

„მწვანე საშვის“ მთავარი არსი ისაა, რომ აქ უკვე პასუხისმგებლობა აცრაზე სახელმწიფოს მხარესაა, მაგრამ “პისიარ” ტესტი მოთხოვნაა. “პისიარ” ტესტის ხარჯს ასეთ მასშტაბებში, მაგალითად გასართობ ღონისძიებებზე, კაზინოში პირის წასვლის „პისიარ“ ტესტს სახელმწიფო პროგრამა არ დაფარავს“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ამასთან, თამარ გაბუნიამ უპასუხა კითხვას იმის შესახებ, არის თუ არა ვინმე წინააღმდეგი „მწვანე საშვთან“ დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში. გაბუნიას განცხადებით, „მწვანე საშვის“ კონცეფციას ყველა იზიარებს.

„ნაკლებად წარმომიდგენია რაიმე მიზეზი, რის გამოც შეიძლება, რომ “მწვანე საშვის” კონცეფციაზე ჩვენს სიტუაციაში ვინმემ უარი თქვას. ამ შემთხვევაში მთავარია, რომ როდესაც „მწვანე საშვის“ მექანიზმი ამოქმედდება, მაშინვე არ მოხდეს მისი დისკრედიტაცია. პოლიტიკური გადაწყვეტილება ხშირად ითვალისწინებს ყველა მიმღები მხარის განწყობას და იმას, რამდენად იქნება ეს სიკეთის მომტანი და არა პირიქით – უკურეაქციის მომტანი. ამას კიდევ სჭირდება დამატებითი მსჯელობა. მივედით საკმაოდ კონკრეტულ შესაძლებლობებამდე. ტექნიკური მზაობა ნამდვილად გვაქვს. სისტემა გამართულია, ბაზა მუშაობს. „სამარტფონი“ საკმარისია, ქაღალდის მატარებელზეც შესაძლებელია ამის გამოყენება. ამ მხრივ პრობლემა არ არის. საუბარია იმაზე, ეტაპობრივად როგორ იქნება ყველაზე უკეთესი ამ პროგრამის გაშვება და შემდეგ გაფართოება. რა იქნება ის ოპტიმალური მომენტი, როდესაც ამაზე შეგვეძლება ღიად დავიწყოთ საუბარი. ძალიან მცირე დეტალებია დასაზუსტებელი და ვფიქრობ, მოკლე ხანში დაზუსტდება“,- განაცხადა გაბუნიამ.