კომპანიამ “ნივე ჯგუფი” ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ის გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რომლის მიხედვითაც ტენდერში გამარჯვებულ კომპანიად შპს “ავეჯილუქს” გამოცხადდა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. მომჩივანი კომპანია თვლის, რომ სააგენტომ კანონდარღვევით გამოაცხადა ტენდერში გამარჯვებულად კომპანია, რადგან “ავეჯილუქსი” არ აკმაყოფილებდა სატენდერო პირობებს. “მიგვაჩნია რომ პრეტენდენტი იმსახურებს დისკვალიფიკაციას დაზუსტების პროცედურის გარეშე, რადგან მის მიერ წინადადების წარდგენის ეტაპზე ატვირთული ფასების ცხრილის მე-6, მე-7 და მე-9...
გურჯაანში მდებარე ჯონ მალხაზ შალიკაშვილის სახელობის ქართული მხედრული ისტორიის მუზეუმს, რომელიც წლების განმავლობაში დაკეტილი იყო, რებილიტაცია ჩაუტარდება. როგორც გამოცემა "სპექტრს" საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების დირექტორმა, ეკა ბეროშვილმა განუცხადა, ავარიული შენობის გამო მუზეუმი ვიზიტორებს ვერ იღებს, ექსპონატები კი, ნატო ვაჩნაძის სახელობის მუზეუმშია დაცული. "მუზეუმი თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე 2015 წელს გადაეცა. უნდოდათ, რომ მათი პატრონობის ქვეშ ყოფილიყო და მიეხედათ. რეაბილიტაცია დაიწყო, მაგრამ...
გორის კეთილმოწყობის სააგენტოს ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს გორის მუნიციპალიტეტის სოფელში, 20 ადგილას ჩატარდა სტიქიური ნაგავსაყრელების სალიკვიდაციო სამუშაოები, კერძოდ, გაიწმინდა და გაუქმდა სტიქიური ნაგავსაყრელები. “გაწმენდილი და ლიკვიდირებული იქნა, გორში და მუნიციპალიტეტის სოფლებში, მერიიდან შემოსული წერილების და ჩვენი სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფის მიერ დაფიქსირებული სტიქიური ნაგავსაყრელები (ჯამში – 20 ადგილი)”, – ნათქვამია სააგენტოს ანგარიშში, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარუდგინა. ასევე, სააგენტოს ცნობით, 2021 წელს...
video
სოფელ ზედა აგარაში მცხოვრებლები ყვებიან, რომ მათი საცხოვრებელი სახლები სიცოცხლისთვის სახიფათოა, საშიშროებას კი - მცოცავი ნიადაგი და საცხოვრებლის მიმდებარე ფერდზე არსებული ლოდები ქმნის. ამ ადგილას მეწყრული პროცესები რამდენიმე კვირის წინ განვითარდა. ინფორმაციას TV25 ავრცელებს. ქედის მერიაში აცხადებენ, რომ შესაბამისმა სამსახურებმა გეოლოგიურად აქტიური ადგილები შეისწავლეს და შესაბამისი  საინფორმაციო დოკუმენტიც შეიქმნა. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ ოჯახები განსახლებისთვის საჭირო კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ, პროგრამით ისარგებლებენ. ქედის...
გორში ჭავჭავაძისა და სტალინის ქუჩებზე გარეგანათების ნათურები გამოცვალეს. გორის კეთილმოწყობის სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ძველი ნათურები ახალი ენერგოეფექტური დიოდური სანათებით ჩანაცვლდა. ინფორმაციისთვის, სექტემბერში გარეგანათების ნათურები გამოიცვალა შაფთოშვილის, ჩხეიძის, ამილახვრის ქუჩებზე და ნაჭარმაგევის დასახლებაში.
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე ფიცხელაური უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან შეუდგა. სასმელი წყლის პრობლემების  მოგვარება სოფლებში, სარწყავი სისტემის მოწესრიგება, საბავშვო ბაღებისა და გზების რეაბილიტაცია - ეს ახალი მერის პრიორიტეტების არასრული ჩამონათვალია. "მოსახლეობასთან შეხვედრების დროს რა პრობლემებიც გამოიკვეთა, მათ გადაჭრაზე ვიმუშავებ. პირველ რიგში, წყლის პრობლემები უნდა მოვაგვაროთ. პრიორიტეტული იქნება გზების მოასფალტება. საყურადღებოა, აგრეთვე, სარწყავი სისტემების მოწესრიგება. მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაწყებულია საბავშვო ბაღებია რეაბილიტაცია, რაც რა თქმა უნდა,...
წინა სტატია თელავის აეროპორტი „მიმინო“ საქალაქთაშორისო რეისების მისაღებად ემზადება. როგორც აეროპორტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, „მიმინოს“ რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა და მოიცავს ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის (სამიმოსვლო ბილიკი, საჰაერო ხომალდის სადგომი) სრულ განახლებას. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. სარემონტო სამუშაოები გულისხმობს გრუნტოვანი და ასფალტის ფენების მოწყობას და შესაბამისი ნიშნებით მარკირებას. ადმინისტრაციის ცნობით, სამუშაოების თვის ბოლოს დასრულდება. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, თელავის აეროპორტი სრულად იქნება მზად, მიიღოს...
video
ქედის სოფელ წონიარისში ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა დასრულდა. ინფორმაციას TV25 ავრცელებს. აჭარის მთავრობის ადმინსტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წელს საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 11 მლნ ლარია გათვალისწინებული. ასევე, უწყების ცნობით, მიმდინარეობს ახოს, ვაიოს, გეგელიძეების საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ადაპტირებული ინფრასტრუქტურის მოწყობა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს კოვიდსტატუსის Qღ კოდების აღიარება რამდენიმე დღეში უნდა მოხდეს. როგორც გამყრელიძე განმარტავს, აღნიშნულ საკითხზე შესაბამისი უწყებები მუშაობენ. „ჯანდაცვის სამინისტროს Iთ სამსახური, საგარეო და იუსტიციის სამინისტროები მუშაობენ. მე როგორც ვიცი, დაახლოებით 10 დღეში უკვე უნდა მიუერთდეს," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
"ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ხაზარაძე წერს, რომ წალენჯიხაში ინვესტიციებით ბიზნესმენი თემურ ჭყონიაც დაინტერესდა. https://www.facebook.com/mamuka.khazaradze/posts/10159490845217071 როგორც ბიზნესმენმა, თემურ ჭყონიამ ON.GE-ს განუცხადა, სურს ჩავიდეს ქალაქში, შეისწავლოს სიტუაცია და ნახოს, რა შედეგს მისცემს ბიზნესს დამოუკიდებელი მერი. "რამდენი მერი იქნება წარმატებული, ყველგან ვერ გადავსახლდები. აქედან გამომდინარე, მე თვითონ პიროვნულად, როგორც ბიზნესმენს დამაინტერესა იმ მერთან მუშაობა, რომელიც ასეთი კრეატიული ტიპი აღმოჩნდა....
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვაქცინაციის წახალისებაში მონაიწლოების მიღების, კერძოდ, რეგიონებში აქტიურად სიარულის სურვილი გამოთქვა. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭს წევრების ბრიფინგზე ისაუბრა. "მან გამოთქვა სურვილი რეგიონებში მისი აქტიური მოგზაურობისა და აცრების ადვოკატირებისა და პრომოციის, ასევე, რა თქმა უნდა, ქვეყნის პირველი პირები და ასე შემდეგ. ამიტომ, ასეთი ტიპის ღონისძებები დაგეგმილია მომავალი ორი თვე",...
"ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეჩერების თაობაზე წერილობითი განცხადებით პარლამენტს ოფიციალურად უკვე მიმართა. ხაზარაძის მიმართვა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტშია. საპროცედურო საკითხთა კომიტეტი მამუკა ხაზარაძის განცხადებას ერთი კვირის შემდეგ განიხილავს. საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად უახლოეს პლენარულ სხდომაზე გავა. ანალოგიური განცხადება უკვე დაწერა დეპუტატმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.
ყველა ოპოზიციონერს მინდა ვურჩიო, რომ ტელევიზორებთან „ტრიპაჩს“, ჩავიდნენ ამომრჩევლებთან, სადაც აპირებენ კენჭი იყარონ და მოემზადონ 2024 წლის არჩევნებისთვის,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ნინო წილოსანმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ ადგილობრივი არჩევნების შედეგებზე საუბრისას განაცხადა. რაც შეეხება კითხვას „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგის ზრდასთან დაკავშირებით, წილოსანი ამბობს, რომ ამას არ ეთანხმება და ფიქრობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი კოალიციითაა განპირობებული. ამასთან, წილოსანის შეფასებით, „სხვა პარტიებისთვის „ნაციონალური მოძრაობასთან“...
პრეზიდენტი პრეზიდენტობით ერთობა - სალომე ზურაბიშვილი ამ თანამდებობაზე ისვენებს, - ასე ეხმაურება დეპუტატი იაგო ხვიჩია ზურაბიშვილის განცხადებებს. ხვიჩიას შეფასებით, ზურაბიშვილმა ბრიფინგი ორ ურთიერთსაწინააღმდეგო საკითხთან დაკავშირებით გამართა. "სალომე ზურაბიშვილის განცხადება პოლიტიკური კრიზისის დასრულებასთან დაკავშირებით ორი კომპონენტისგან შედგებოდა. პირველი იყო - შევრიგდეთ ხალხო, ტემპერატურა დავწიოთ, არ გვინდა პოლარიზაცია! მეორე - მიხეილ სააკაშვილმა არც იოცნებოს, რომ მე მას გამოვუშვებ. ეს ორი ერთმანეთს ეწინააღმდეგება. როცა...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ გუშინ გაჟღერებულ იდეა, რაც აუცრელი ადამიანებისთვის ფასიანი მკურნალობის იდეას გულისხმობს, ვერ განხორციელდება, რადგან საკანონმდებლო ცვლილებები სჭირდება. როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან აღნიშნა, ყველა სხვა პუნქტში პრეზიდენტს ეთანხმება და ამისთვის დღეს მადლობა პირადად გადაუხადა. „ეს იდეა ვერ განხორციელდება, რადგან საკანონმდებლო ცვლილებები დასჭირდება. ასე რომ, არა მგონია ეს იდეა განხორციელდეს, მაგრამ სხვა...
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, ახალ პროექტს "ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის" იწყებს. საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ინფორმაციით, ახალი პროექტის მიზანი საქართველოს მასშტაბით, აგროტურიზმში ჩართული ქალების გაძლიერებაა. „საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, გაერო-ს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად, ახალ პროექტს "ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის" იწყებს, რომლის მიზანი საქართველოს მასშტაბით, აგროტურიზმში ჩართული ქალების გაძლიერებაა. ორწლიანი პროექტის ფარგლებში, ქვეყნის მაშტაბით მოხდება აგროსექტორში/აგროტურიზმში ჩართული ასი მეწარმე ქალის იდენტიფიცირება, რომლებიც ტრენინგების მეშვეობით გაიუმჯობესებენ მეწარმეობის უნარ-ჩვებებს სტუმარ-მასპინძლობის...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ