“ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეჩერების თაობაზე წერილობითი განცხადებით პარლამენტს ოფიციალურად უკვე მიმართა.
ხაზარაძის მიმართვა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტშია. საპროცედურო საკითხთა კომიტეტი მამუკა ხაზარაძის განცხადებას ერთი კვირის შემდეგ განიხილავს. საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად უახლოეს პლენარულ სხდომაზე გავა. ანალოგიური განცხადება უკვე დაწერა დეპუტატმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.