გამყრელიძე: პრეზიდენტმა რეგიონებში მოგზაურობისა და აცრების ადვოკატირების სურვილი გამოთქვა

320

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვაქცინაციის წახალისებაში მონაიწლოების მიღების, კერძოდ, რეგიონებში აქტიურად სიარულის სურვილი გამოთქვა. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭს წევრების ბრიფინგზე ისაუბრა.

“მან გამოთქვა სურვილი რეგიონებში მისი აქტიური მოგზაურობისა და აცრების ადვოკატირებისა და პრომოციის, ასევე, რა თქმა უნდა, ქვეყნის პირველი პირები და ასე შემდეგ. ამიტომ, ასეთი ტიპის ღონისძებები დაგეგმილია მომავალი ორი თვე”, — განაცხადა მან.

დღეს საკოორდინაციო საბჭოს საქართველოს პრეზიდენტიც, სალომე ზურაბიშვილიც დაესწრო. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე ისაუბრა, დღევანდელი სხდომის მთავარი თემა სწორედ მწვანე პასპორტების კონცეფცია იყო. კერძოდ, მისი თქმით, მსჯელობენ, როგორ იმოქმედებს ის სხვადასხვა პარამეტრზე, მათ შორის, ადამიანის უფლებებზე, ფინანსურ და ეკონომიკურ, ასევე, ბიზნეს აქტივობაზე.

მანამდე, 3 ნოემბერს ზურაბიშვილის საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. პრეზიდენტმა ბრიფინგი “თავისუფლად ჩატარებული” არჩევნების შეჯამებით, შედეგებზე საუბრითა და მილოცვებით დაიწყო, შემდეგ კი პანდემიაზე, ვაქცინაციაზე და ამ საკითხისადმი ეკლესიის დამოკიდებულებაზე ისაუბრა. ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სავარაუდო საფრთხეები თითქმის 15-წუთიანი ბრიფინგის ბოლო საკითხი იყო.