გორის კეთილმოწყობის სააგენტოს ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს გორის მუნიციპალიტეტის სოფელში, 20 ადგილას ჩატარდა სტიქიური ნაგავსაყრელების სალიკვიდაციო სამუშაოები, კერძოდ, გაიწმინდა და გაუქმდა სტიქიური ნაგავსაყრელები.
“გაწმენდილი და ლიკვიდირებული იქნა, გორში და მუნიციპალიტეტის სოფლებში, მერიიდან შემოსული წერილების და ჩვენი სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფის მიერ დაფიქსირებული სტიქიური ნაგავსაყრელები (ჯამში – 20 ადგილი)”, – ნათქვამია სააგენტოს ანგარიშში, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარუდგინა.
ასევე, სააგენტოს ცნობით, 2021 წელს გორიდან და მუნიციპალიტეტის სოფლებიდან გატანილია, დაახლოებით, 36 000 ტონა საყოფაცხოვრებო ნარჩენი და დაგვილი მასა.