ეკომიგრანტებისთვის აშენებული მრავალსართულიანი კორპუსი ბენეფიციარების გარეშე – ქედაში, საცხოვრებლები მზადაა, თუმცა, მოსახლეობა, ისევ, მეწყერსაშიშ ზონაში რჩება

385

სოფელ ზედა აგარაში მცხოვრებლები ყვებიან, რომ მათი საცხოვრებელი სახლები სიცოცხლისთვის სახიფათოა, საშიშროებას კი – მცოცავი ნიადაგი და საცხოვრებლის მიმდებარე ფერდზე არსებული ლოდები ქმნის. ამ ადგილას მეწყრული პროცესები რამდენიმე კვირის წინ განვითარდა. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.

ქედის მერიაში აცხადებენ, რომ შესაბამისმა სამსახურებმა გეოლოგიურად აქტიური ადგილები შეისწავლეს და შესაბამისი  საინფორმაციო დოკუმენტიც შეიქმნა. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ ოჯახები განსახლებისთვის საჭირო კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ, პროგრამით ისარგებლებენ.

ქედის მერიამ ეკომიგრანტებისთვის მრავალსართულიანი კორპუსი ბათუმი – ახალცხის ცენტრალური მაგისტრალის მიმდებარედ, სოფელ პირველ მაისთან მოაწყო.