გორის ცენტრალურ ქუჩებზე გარეგანათების ნათურები გამოცვალეს

246

გორში ჭავჭავაძისა და სტალინის ქუჩებზე გარეგანათების ნათურები გამოცვალეს.

გორის კეთილმოწყობის სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ძველი ნათურები ახალი ენერგოეფექტური დიოდური სანათებით ჩანაცვლდა.

ინფორმაციისთვის, სექტემბერში გარეგანათების ნათურები გამოიცვალა შაფთოშვილის, ჩხეიძის, ამილახვრის ქუჩებზე და ნაჭარმაგევის დასახლებაში.