საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, ახალ პროექტს “ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის” იწყებს. საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ინფორმაციით, ახალი პროექტის მიზანი საქართველოს მასშტაბით, აგროტურიზმში ჩართული ქალების გაძლიერებაა.
„საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, გაერო-ს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად, ახალ პროექტს “ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის” იწყებს, რომლის მიზანი საქართველოს მასშტაბით, აგროტურიზმში ჩართული ქალების გაძლიერებაა.
ორწლიანი პროექტის ფარგლებში, ქვეყნის მაშტაბით მოხდება აგროსექტორში/აგროტურიზმში ჩართული ასი მეწარმე ქალის იდენტიფიცირება, რომლებიც ტრენინგების მეშვეობით გაიუმჯობესებენ მეწარმეობის უნარ-ჩვებებს სტუმარ-მასპინძლობის მიმართულებით და მიიღებენ ფინანსურ მხარდაჭერას.
პროექტის ფარგლებში მოხდება აგროტურიზმის საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნის პროცესში ჩართულობა. ასევე, აგროტურისტული ობიექტებისთვის, ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების შემუშავების პროცესის სტიმულირება, აგროტურისტული ობიექტების ციფრული რუკის შექმნა და აგროტურისტულ ასოციაციებში, მეწარმეების გაწევრიანების ხელშეწყობა.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების შედეგად ქალ ბენეფიციარებს ექნებათ შესაძლებლობა გაზარდონ შემოსავლის წყარო, აგროტურისტული საქმიანობით. ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე მათი ცნობადობა გაიზრდება და დამატებით, შეიძენენ და განავითარებენ, კავშირების დასამყარებლად საჭირო უნარ-ჩვევებს.
პროექტი ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერაა დაფინანსებული და მას გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით ახორციელებს”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.