კომპანიამ გორის ბაღების სააგენტოს ტენდერი გაასაჩივრა

719

კომპანიამ “ნივე ჯგუფი” ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ის გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რომლის მიხედვითაც ტენდერში გამარჯვებულ კომპანიად შპს “ავეჯილუქს” გამოცხადდა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

მომჩივანი კომპანია თვლის, რომ სააგენტომ კანონდარღვევით გამოაცხადა ტენდერში გამარჯვებულად კომპანია, რადგან “ავეჯილუქსი” არ აკმაყოფილებდა სატენდერო პირობებს.

“მიგვაჩნია რომ პრეტენდენტი იმსახურებს დისკვალიფიკაციას დაზუსტების პროცედურის გარეშე, რადგან მის მიერ წინადადების წარდგენის ეტაპზე ატვირთული ფასების ცხრილის მე-6, მე-7 და მე-9 პოზიციაზე გრაფებში მწარმოებელი/ბრენდი/მოდელი და მწარმოებელი ქვეყანა მითითებულია არასწორი ინფორმაცია: ჯერ ერთი კომპანია “ნად ფურნიტურე” ინტერნეტრესურსებით ძებნისას მხოლოდ იძებნება როგორც რეგისტრირებული არაბთა გაერთიანებულ საემიროებში და არა ჩინეთში” , – განმარტავს მომჩივანი კომპანია.

საჩივარს შესყიდვების ეროვნული სააგენტოს დავების საბჭო განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებასაც ის მიიღებს. საქმე ეხება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის ავეჯის შესაძენად ბაღების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერს.