საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები და ქვეყანაში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემო გააცნო პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფრანგ მეწარმეთა გაერთიანების წევრებს, რომლებსაც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა საქართველოს უნიკალურ მდებარეობას, სტრატეგიულ ურთიერთობებსა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებს ევროკავშირთან, დსთ-ის ქვეყნებთან, თურქეთთან, ჩინეთთან, რაც უცხოელ ინვესტორებს მრავალმილიონიან ბაზრებზე თავისუფლად წვდომის საშუალებას აძლევს.
ირაკლი ღარიბაშვილმა ფრანგ მეწარმეებს საქართველოში ვიზიტისა და ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებით დაინტერესებისთვის მადლობა...
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) ინფორმაციით, საარჩევნო პროცესებში სკოლის დირექტორებისა და მოადგილეების ჩართვის დამადასტურებელი დოკუმენტი მოიპოვეს. არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებას Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას წყარომ, ანონიმურობის დაცვის გარანტიით მიაწოდა დოკუმენტი, რომელიც მიუთითებს, რომ ყვარლის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრი ორგანიზებას უწევდა საჯარო სკოლების დირექტორებისა და მათი მოადგილეების საარჩევნო კამპანიაში ჩართვას “ქართული ოცნების” საკრებულოს წევრობის...
მამუკა ხაზარაძისა და ზურაბ გირჩი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, ორ საპარლამენტო ფრაქციას “ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ და “რეფორმების ჯგუფს“, შესაძლოა, ე.წ. პოლიტიკურ ჯგუფებად გადაკეთება მოუხდეს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
საქმე იმაშია, რომ ორივე ოპოზიციური ფრაქცია ფრაქციის ფორმირებისთვის საჭირო დეპუტატების მინიმალური რაოდენობით - სულ შვიდი წევრის შემადგენლობით არის წარმოდგენილი. თუკი უახლოეს ერთ კვირაში მათ შემადგენლობაში რომელიმე უფრაქციო წევრი არ შევა, აღნიშნული ფრაქციები გაუქმებულად ჩაითვლება.
ამასთან,...
მომავალ წელს საქართველოს მთავრობა ბიუჯეტიდან 19 მილიარდამდე ლარს დახარჯავს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ „ქრონიკას“ განუცხადა.
მისი თქმით, საბიუჯეტო ხარჯები 2022 წლის ბიუჯეტის თანახმად ხარჯები გაზრდილია თითქმის ყველა მიმართულებით. „მათ შორის ინფრასტრუქტურის ნაწილში, სოციალური მიმართულებით, ასევე დაგეგმილია გარკვეული სოციალური ჯგუფების ხელფასების ზრდა. სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებით ჩვენ მივიღეთ ეს შედეგი, რაც არის მნიშვნელოვანი. 2022 წელს ეკონომიკა დაახლოებით...
საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.
კანონმდებლები აცხადებენ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი მაქსიმალურად იქნება მორგებული მოქალაქეების საჭიროებებზე. გათვალისწინებულია პენსიისა და მასწავლებელთა ხელფასების ზრდაც.
პროცედურის მიხედვით, 2022 წლის ბიუჯეტი შენიშვნებით დაუბრუნდება მთავრობას და 22 ნოემბერს მთავრობა კვლავ მიმართავს პარლამენტს ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ.
პარლამენტის კიდევ ერთი დეპუტატი, რომელსაც მანდატს შეუწყვეტენ, „ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძეა. სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე ხაზარაძის წერილობითი მიმართვა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭერა. გადაწყვეტილებას დღესვე, პლენარულ სხდომაზე კენჭიყრით მიიღებენ.
აღსანიშნავია, რომ ხაზარაძეს პარლამენტში ადგილმონაცვლე არ ჰყავს, რადგან „ლელომ" პოლიტიკური პროტესტის გამო საარჩევნო სია „ჩახსნა".
პარლამენტი 16 ნოემბრის პლენარულ სხდომაზე ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძისთვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას მიიღებს.
გადაწყვეტილება კენჭისყრაზე დადგენილებით მიიღება.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე ჯაფარიძის მიმართვას მხარი უკვე დაუჭირა.
ჯაფარიძემ უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ წერილობითი განცხადებით პარლამენტს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შემდეგ მიმართა.
პარლამენტში ჯაფარიძის ადგილმონაცვლე „გირჩის" სიით წარდგენილი ჰერმან საბოა.
პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, დაჩქარებული წესით, “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებებს განიხილავს, რომლის საფუძველზეც საკრებულოებში ფრაქციის შექმნის წესი იცვლება.
ორგანულ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით გადის.
პროექტის გათვალისწინებით, საკრებულოებში ერთი პარტიული სიით გასული დეპუტატები მხოლოდ ერთი ფრაქციის შექმნას შეძლებენ. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის სოზარ სუბარის განცხადებით, აღნიშნული მიდგომა პარლამენტში ფრაქციის შექმნის წესის ანალოგია და ცვლილებებით იგივე მოცემულობა საკრებულოებზეც გავრცელდება.
პროექტით ასევე იცვლება...
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, „სოფლის განვითარების პროგრამის” ფინანსური მხარდაჭერით, 50 მოსწავლეზე გათვლილი ინგლისური ენის სასწავლო ცენტრი შპს „ეს სასწავლო ცენტრმა” გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ცენტრის მოსაწყობად სრული ინვესტიცია 57,000 ლარი განხორციელდა, საიდანაც 45,000 ლარი „სოფლის განვითარების პროგრამის” გრანტია. სასწავლო ცენტრში 5 ადგილობრივია დასაქმებული.
„სოფლის განვითარების პროგრამას“ სოფლის განვითარების სააგენტო (RDA) ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების...
ბათუმში, რურუას ქუჩაზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლებს ბათუმის მერია ალტერნატიულ ფართებს შესთავაზებს. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
როგორც მერიაში განმარტავენ, დაფიქსირდა შენობის ერთ-ერთი კუთხის დაზიანების ფაქტი.
"რურუას ქუჩის # 1ა-ში დაფიქსირდა საცხოვრებელი შენობის ერთ-ერთი კუთხის დაზიანების ფაქტი. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, დაიწყო 72 ოჯახის ალტერნატიულ ფართში გადაყვანის პროცესი. უკვე დაიგეგმა საექსპერტო პროცედურები, რომელსაც სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო განახორციელებს. მოხდება შენობის მდგრადობის შესწავლა, რის...
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
ბოლნისის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში პროფესიული კოლეჯის დაფუძნება და შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების განვითარება იგეგმება.
შეხვედრაზე საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს წარმომადგენლებმა მერს კოლეჯის კონცეფცია გააცნეს, შემდგომ კი მხარეებმა ერთობლივად ის მიწის ნაკვეთები დაათვალიერეს, სადაც შესაძლებელი იქნება პროფესიული სასწავლებლის აშენება.
„საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს წარმომადგენლებთან საინტერესო შეხვედრა გვქონდა. ჩვენს...
ლანჩხუთის წარმომადგენლობითი ორგანოს ბიურო სხდომაზე, სადაც საკრებულოს მორიგი სხდომის თარიღად 25 ნოემბერი განისაზღვრა, მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, ლევან ჩხაიძემ 2022 წელს რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით მუნიციპალიტეტში გასახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ნუსხაზე გააკეთა აქცენტი. ამის შესახებ გურიანიუსი წერს.
ჩხაიძის ინფორმაციით, ზემონახსენები ფონდიდან ლანჩხუთში, ჯამში, 6 031 560 ლარის დახარჯვაა დაგეგმილი. ამ თანხიდან 2 990 000 ლარი ქალაქის ტერიტორიაზე კუპრეიშვილის...
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი უფლებამოსილების შესრულებას 27 ოქტომბრიდან შეუდგა. მან მოადგილეები, ადმინისტრაციულ ერთეულებში წარმომადგენლები და სპეციალისტები დანიშნა. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.
„მერს საკადრო ცვლილება არ განუხორციელებია და ისევ ის პირები დანიშნა, ვინც ამ თანამდებობებზე არჩევნებამდე მუშაობდნენ, – ამბობს მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი კახა გოლუბიანი, – მას შემდეგ, რაც მერის თანაშემწე უჩა ბერაძე საქმიანობას ხარაგაულის საკრებულოში შეუდგება, ის მერიაში თანამდებობას დატოვებს....
21 ნოემბერს, კვირას 12 : 00 გორის თეატრის სკვერში გაიმართება აქცია სახელწოდებით ,,ჩააცვი ხეებს''. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
საქველმოქმედო ღონისძიება წითელი ჯვრის საზოგადოების გორის ფილიალის მოხალისეების ორგანიზებით ტარდება:
,,მოიტანე შენი ძველი ქურთუქი, პალტო, კაშნე, ქუდი, ხელთათმანი ან ნებისმიერი თბილი სამოსი და ჩააცვი ხეებს... მოქალაქეები კი, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება თბილი ტანსაცმელი (პანდემიის ფონზე ასეთი ბევრია სამწუხაროდ) ჩამოხსნიან და...
ბათუმის საკრებულოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა პასიური რომაა, არაერთხელ გვიჩვენებია. ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრთა აქტივობებს, მესამე სექტორიც ხშირად აფასებდა და ეს შეფასება კრიტიკას ვერ უძლებდა, თუმცა, თავად საკრებულოს წევრები, საზოგადოების სრულიად საპირისპიროში დარწმუნებას მთელი ოთხი წელი ცდილობდა, ხოლო როცა კითხვა კონრეტულ გადაწყვეტილებას შეეხება, მათ უჭირთ გაიხსენონ ინიცირებული და განხორციელებული პროექტი. ამ თემაზე სიუჟეტში ტვ25 საუბრობს.
სიუჟეტში ნათქვამია, რომ უფლებამოსილების ვადის...
ზუგდიდის საკრებულოს შენობაში, ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოთახში, ახლად არჩეულმა საკრებულოს ოთხმა წევრმა შიმშილობა დაიწყო. ისინი საქრთველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ. მათთან ერთად შიმშილობა დაიწყო ექიმმა მალხაზ ჯალაღონიამ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ფრაქციის ოთახში განცხადება პარლამენტის წევრმა ანა წითლიძემ გააკეთა.
„განსაკუთრებით ბოლო თვეებში, მას შემდეგ, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი დააკავა საქართველოს ხელისუფლებამ, რეჟიმმა დაკარგა ყველანაირი, არამარტო პოლიტიკური, არამედ ადამიანური სახე და...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































