ბათუმის მერია: რურუას ქუჩაზე საცხოვრებელი შენობის ერთ-ერთი კუთხე დაზიანდა – დაიწყო 72 ოჯახის ალტერნატიულ ფართში გადაყვანა

377

ბათუმში, რურუას ქუჩაზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლებს ბათუმის მერია ალტერნატიულ ფართებს შესთავაზებს. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

როგორც მერიაში განმარტავენ, დაფიქსირდა შენობის ერთ-ერთი კუთხის დაზიანების ფაქტი.

“რურუას ქუჩის # 1ა-ში დაფიქსირდა საცხოვრებელი შენობის ერთ-ერთი კუთხის დაზიანების ფაქტი. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, დაიწყო 72 ოჯახის ალტერნატიულ ფართში გადაყვანის პროცესი. უკვე დაიგეგმა საექსპერტო პროცედურები, რომელსაც სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო განახორციელებს. მოხდება შენობის მდგრადობის შესწავლა, რის შემდეგაც მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება”, – აღნიშნავენ მერიაში.

მათივე ცნობით, 2022 წლიდან დაგეგმილია ავარიული სახლების პროგრამის ამოქმედება, რომლის ბიუჯეტი 80 მილიონ ლარს შეადგენს