პარლამენტის კიდევ ერთი დეპუტატი, რომელსაც მანდატს შეუწყვეტენ, „ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძეა

445

პარლამენტის კიდევ ერთი დეპუტატი, რომელსაც მანდატს შეუწყვეტენ, „ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძეა. სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე ხაზარაძის წერილობითი მიმართვა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭერა. გადაწყვეტილებას დღესვე, პლენარულ სხდომაზე კენჭიყრით მიიღებენ.

აღსანიშნავია, რომ ხაზარაძეს პარლამენტში ადგილმონაცვლე არ ჰყავს, რადგან „ლელომ” პოლიტიკური პროტესტის გამო საარჩევნო სია „ჩახსნა”.