მომავალ წელს საქართველოს მთავრობა ბიუჯეტიდან 19 მილიარდამდე ლარს დახარჯავს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ „ქრონიკას“ განუცხადა.
მისი თქმით, საბიუჯეტო ხარჯები 2022 წლის ბიუჯეტის თანახმად ხარჯები გაზრდილია თითქმის ყველა მიმართულებით. „მათ შორის ინფრასტრუქტურის ნაწილში, სოციალური მიმართულებით, ასევე დაგეგმილია გარკვეული სოციალური ჯგუფების ხელფასების ზრდა. სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებით ჩვენ მივიღეთ ეს შედეგი, რაც არის მნიშვნელოვანი. 2022 წელს ეკონომიკა დაახლოებით 6%-ით გაიზრდება,“- აღნიშნა ზარქუამ.
2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.