პარლამენტი 16 ნოემბრის პლენარულ სხდომაზე ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძისთვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას მიიღებს.
გადაწყვეტილება კენჭისყრაზე დადგენილებით მიიღება.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე ჯაფარიძის მიმართვას მხარი უკვე დაუჭირა.
ჯაფარიძემ უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ წერილობითი განცხადებით პარლამენტს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შემდეგ მიმართა.
პარლამენტში ჯაფარიძის ადგილმონაცვლე „გირჩის” სიით წარდგენილი ჰერმან საბოა.