video
მახინჯაურის დასახლებაში, უკვე 4 წელია მაგისტრალის მშენებლობას აპროტესტებენ.  სამუშაოების შედეგად ადგილობრივებს საცხოვრებელი სახლები დაუზიანდათ. მოსახლეობა მუნიციპალიტეტის მერიისგან სამხარაულის ექსზპერტიზის ჩატარებასა და დაზარალებულების სტატუსის მინიჭებას ითხოვს, თუმცა ადგილობრივებს უწყების არცერთი წარმომადგენელი არ შეხვედრია. თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს. სიუჟეტში ნათქვამია, რომ მაგისტრალის მშენებლობის შედეგად, ათობით ოჯახის საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. ადგილობრივების მტკიცებით, დაბზარულია საყრდენი კედლები და კორპუსებში ცხოვრება სიცოცხლისთვის საშიშია. მახინჯაურში, აღმაშენებლის ქუჩაზე მცხოვრებლები, ...
წინა სტატია ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ბესიკ ჭეჟიამ საკრებულოს დარბაზში მყოფ მოშიმშილე ოპოზიციონერ დეპუტატებს სხდომათა დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, აღნიშნული დარბაზით უნდა ისარგებლონ სხვა ფრაქციების წარმომადგენლებმაც. "მე მოგმართავთ თხოვნით მოშიმშილეებს, დატოვოთ დარბაზი, რომელიც არის საერთო სარგებლობის და მიეცეს მუშაობის საშუალება სხვა ფრაქციებსაც", - განაცხადა ბესიკ ჭეჟიამ. აღნიშნულ მოთხოვნას სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. პარლამენტის წევრის ანა წითლიძის თქმით, საკრებულოს შენობასთან მობილიზებულია კრიმინალური...
ქობულეთის მუნიციპალური ავტოპარკის განახლება დაიწყო. მუნიციპალიტეტს "ისუზუს" მარკის 4 ახალი ავტობუსი შეემატა. ტრანსპორტი სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის, აღჭურვილია გათბობისა და კონდიცირების სისტემით. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. ქობულეთის მერის განცხადებით, ახალი  ავტობუსები აღმაშენებლის და რუსთაველის ქუჩებზე ივლის. ერთი ავტობუსი კი სოფელ ჭახათის მიმართულებით იმოძრავებს. ჯერჯერობით, არ მოქმედებს გადახდის ელექტრონული სისტემა, ქობულეთის ტრანსრეგულირების სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ახალი საბარათე სისტემა ზაფხულში ამოქმედდება. რაც შეეხება...
ქუთაისის მერია იმერეთის მეფეთა რეზიდენციას რეკონსტრუქციას ჩაუტარებს. ოქროს ჩარდახის პროექტის შედგენისთვის მუნიციპალიტეტმა ტენდერი უკვე გამოაცხადა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რესტავრაცია-რეაბილიტაციასთან ერთად, იგეგმება მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაც. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს. პროექტის შედგენა ბიუჯეტს 75 000 ლარი დაუჯდება.   სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პროექტი ოთხ ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე მოხდება კვლევითი სამუშაოების ჩატარება, შემდეგ მომზადდება რეაბილიტაციის პროექტი, მომხდენო ეტაპი დეტალურ ხარჯთაღრიცხვას გულისხმობს, ბოლოს კი უნდა განხორციელდეს პროექტის...
მომავალი წლიდან შესაძლოა თელავში ავტობუსით გადაადგილება ფასიანი გახდეს. როგორც knews.ge-ს თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, ამ დროისთვის კი მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა უფასოა. შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის თელავს ევროსტანდარტების 10 ავტობუსი ემსახურება. აქედან სრული დატვირთვით მხოლოდ 5 მათგანი მუშაობს. ასევე შეგახსენებთ, რომ თელავში მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა მიმდიმარე წლის 8 თებერვლიდან დაიწყო. EURO 5-ის სტანდარტის ავტობუსი ქალაქს გასული წლის ბოლოს ოფიციალურად გადაეცა. ახალი ავტობუსები...
დღეს, ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელიც დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ბოიკოტის ნიშნად დატოვა. არჩილ მამულაძის განცხადებით, წარმომადგენლობით ორგანოში, ბოლო 4 წლის განმავლობაში, 600-მდე საკითხი დააყენა, მმართველი გუნდის წევრებმა კი მათგან არც ერთი გაითვალისწინა. მისივე თქმით, იგი საკრებულოს ლეგიტიმაციის მიწურულს, ვეღარ აიღებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც წართმეული აქვს. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს. "საკითხებს რომ ჩვენ ვღებულობთ, ვამტკიცებთ, შემდგომ ეს პასუხისმგებლობა გვეკისრება და ჩვენი ძირითადი მოვალეობაა მისი...
გურჯაანის მუნიციპლალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი 20 მილიონ ლარზე მეტია. როგორ გადანაწილდა ეს თანხა? ბიუჯეტის პროექტის შესახებ დეტალურ იფნორმაციას გურჯაანის ტელევიზიასთან მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი, ნატო გონგაძე საუბრობს. 
video
ბათუმის მერიის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი შედგენილია. ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 252 მილიონი ლარით განისაზღვრა. უკვე მიმდინარეობს საჯარო განხილვა და მოსახლეობისთვის წარდგენა. ბიუჯეტის პროექტი დასამტკიცებლად ბათუმის საკრებულოს გადაეგზავნება. თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს. ვინ დაამტკიცებს დოკუმენტს? დეპუტატები, რომლის უფლებამოსილების ვადა უკვე ამოიწურა თუმცა, „ქართული ოცნების“ უმრავლესობით არის დაკომპლექტებული თუ ახალი მოწვევა კოალიციურად დაკომპლექტებული. ფაქტია, რომ დოკუმენტი ნაჩქარევად მომზადდა და პროცესებიც სწრაფი...
წინა სტატია 2017 წლის მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი არ იზიარებს ოპოზიციის ბრალდებებს, რომ ისინი დაჩქარებული წესით ცდილობენ 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის მიღებას. ამის შესახებ ლაივპრესი წერს. ბესიკ ჭეჟიას განცხადებით, ეს მხოლოდ ამ ადამიანების ვარაუდებია, სინამდვილეში კი, მერიას აქვს ვალდებულება, ყოველი წლის არაუგვიანეს 15 ნოემბრისა, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი განსახილველად გაიტანოს წარმომადგენლობით ორგანოში. ამბობს, რომ სწორედ ასე მოხდა ზუგდიდის შემთხვევაში, რის...
წინა სტატია შემდეგი სტატია ზუგდიდის ახლადარჩეული საკრებულოს მოშიმშილე წევრებმა, ფრაქცია ენმ-ის ოთახიდან საკრებულოს სხდომათა დარბაზში გადმოინაცვლეს. მათი თქმით, არ მისცემენ ძველ წარმომადგენლობით ორგანოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის განხილვის შესაძლებლობას. ამის შესახებ ლაივპრესი წერს. საკრებულოს სხდომათა დარბაზში მოშიმშილეებისთვის ლეიბების ამოტანის პროცესს ხმაური მოჰყვა. დაცვა ოპოზიციას ამის საშუალებას არ აძლევდა. საბოლოოდ, რამდენიმეს ამოტანა მათ მაინც მოახერხეს. ადგილზე უკვე დააგეს ოთხი ლეიბი, სადაც მოშიმშილეები განთავსდნენ.ისინი ამბობენ, რომ...
15 ნოემბერს ხარაგაულის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე „ახალგაზრდა ინიციატორთა კავშირის“ წარომადგენელმა ლევან გოლუბიანმა დეპუტატებს მიუსაფარი ცხოველების პრობლემის მოგვარების ხედვა წარუდგინა. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს. „პირველ რიგში, უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი – საკრებულოს წევრების, სპეციალისტების, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისა და სხვა დაინტერესებული პირების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფს განესაზღვრება გარკვეული პერიოდი, რის შემდეგაც საკრებულოს წარედგინება: მიუსაფარი ცხოველების სტატისტიკური აღწერა; სხვადასხვა ქალაქებისა და ქვეყნების გამოცდილება; პრობლემის...
ხარაგაულის ცენტრალურ ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემის მშენებლობა მიმდინარეობს. მშენებელი კომპანიიის, „ჰიდროტექნოლოგიური ჯგუფის“ წარმომადგენელ დიმა შალიკაშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით, ამჟამად ცენტრალური მაგისტრალიდან მოსახლეობამდე დასაერთებელ ჭებს აწყობენ. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს. „მშენებლობის მეორე ეტაპზე გამწმენდი ნაგებობა მოეწყობა და მოსახლეობის საკანალიზაციო სისტემები ცენტრალურ მაგისტრალზე დაერთდება, – ამბობს დიმა შალიკაშვილი, – მიჭირს იმის თქმა, თუ როდის დავასრულებთ პირველი ეტაპის სამუშაოებს. ხელშეკრულების მიხედვით, პროექტში ცვლილება შევიდა და ახალ...
მოვუწოდებთ "ქართულ ოცნებას", პატივი სცეს, ჩვენი მოქალაქეების არჩევანს და არ გაბედოს მუნიციპალური ბიუჯეტის დამტკიცება ახალი საკრებულოების შეკრებამდე და მუშაობის დაწყებამდე,- ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა. როგორც დაუშვილმა აღნიშნა, "ქართულმა ოცნებამ" მუნიციპალიტეტებში უკვე დაიწყო ბიუჯეტის განხილვის და დამტკიცების პროცედურები და ცდილობს გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღოს. "მოქალაქეების გადაწყვეტილებით, ჩვენ ვართ წარმოდგენილი როგორც თბილისში, ასევე საქართველოს ყველა რეგიონში, თვითმმართველობის დონეზე. არაერთ საკრებულოში ჩვენი...
უძველესი ქართული ხელნაწერების საფუძველზე ანბანის სამი სახეობის შრიფტი – „ანბანდიდი“, „გრაგნილი“ და „მედეა“ – შეიქმნება. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის, კომპანია „ჯეპრასა“ და კალიგრაფ დავით მაისურაძის თანამშრომლობით შრიფტების დასამზადებლად ეროვნულ არქივში დაცული ძეგლები შეირჩა. ასომთავრულს საფუძვლად დაედება IX საუკუნის გამორჩეული ხელნაწერი „ანბანდიდი სახარება“, ნუსხურს – XV საუკუნის კონდაკი „იოანე ოქროპირის ჟამისწირვა“, მხედრული შრიფტი კი XVII საუკუნის ძეგლის „იაზონისა და მედეას ამბავის“...
გურჯაანში კოვიდსაწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის სამოდელო პროექტი განხორციელდება. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს. კახეთის მუნიციპალიტეტებიდან, გურჯაანი იქნება პირველი რეგიონში, სადაც ქალაქისა და სოფლის მოსახლეობის ნებაყოფლობითი ვაქცინაციის გასაფართოებლად სპეციალური ღონისძიებები ჩატარდება. მუნიციპალიტეტის ცენტრალური სამედიცინო დაწესებულებების და სოფლის ამბულატორიების ექიმები და ექთნები მასობრივად ერთვებიან ვაქცინაციის პროცესის გაფართოების სამუშაოებში. დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ დაკომპლექტებული სპეციალისტთა ჯგუფი, 17 ნოემბერს, ათობით ადგილობრივ მედიკოსს კიდევ ერთხელ ინტენსიური სწავლებას, ვაქცინაციის...
video
ევროკავშირი (EU), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და სოფლის განვითარების სააგენტო იწვევენ სოფლად მცხოვრებ ოჯახებსა და სოფლად მომუშავე ბიზნესებს მწვანე საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად - http://gmg.undp.rda.gov.ge/. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს. საგრანტო პროგრამის მიზანია სოფლად ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგო-ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა. პროგრამა ხორციელდება შემდეგ მუნიციპალიტეტებში: ქედა, ხულო, ბორჯომი, ახალქალაქი, თეთრიწყარო, ყაზბეგი, ლაგოდეხი და დედოფლისწყარო. განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2021 წლის 31 დეკემბერი....

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ