მომავალი წლიდან შესაძლოა თელავში ავტობუსით გადაადგილება ფასიანი გახდეს. როგორც knews.ge-ს თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, ამ დროისთვის კი მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა უფასოა.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის თელავს ევროსტანდარტების 10 ავტობუსი ემსახურება. აქედან სრული დატვირთვით მხოლოდ 5 მათგანი მუშაობს. ასევე შეგახსენებთ, რომ თელავში მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა მიმდიმარე წლის 8 თებერვლიდან დაიწყო. EURO 5-ის სტანდარტის ავტობუსი ქალაქს გასული წლის ბოლოს ოფიციალურად გადაეცა.
ახალი ავტობუსები გათვლილია 60 მგზავრზე. ის სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. მთლიანობაში თელავის მუნიციპალიტეტს ეყოლება 40 ავტობუსი.
ტრანსპორტის ამუშავებისთვის შექმნილია ააიპ ორგანიზაცია, რომელიც მის გამართულ მუშაობაზე არის პასუხისმგებელი. ასევე გადამზადდა 23 მძღოლი. ცნობილია ავტობუსების გადაადგილების 4 სავარაუდო მარშრუტი.