„ცემენტის ქალაქი“ და ხელისუფლებისგან მივიწყებულები – მახინჯაურის დასახლებაში 4 წელია მაგისტრალის მშენებლობას აპროტესტებენ

315

მახინჯაურის დასახლებაში, უკვე 4 წელია მაგისტრალის მშენებლობას აპროტესტებენ.  სამუშაოების შედეგად ადგილობრივებს საცხოვრებელი სახლები დაუზიანდათ. მოსახლეობა მუნიციპალიტეტის მერიისგან სამხარაულის ექსზპერტიზის ჩატარებასა და დაზარალებულების სტატუსის მინიჭებას ითხოვს, თუმცა ადგილობრივებს უწყების არცერთი წარმომადგენელი არ შეხვედრია. თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.

სიუჟეტში ნათქვამია, რომ მაგისტრალის მშენებლობის შედეგად, ათობით ოჯახის საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. ადგილობრივების მტკიცებით, დაბზარულია საყრდენი კედლები და კორპუსებში ცხოვრება სიცოცხლისთვის საშიშია.

მახინჯაურში, აღმაშენებლის ქუჩაზე მცხოვრებლები,  ხიდის მშენებლობას, უკვე, 4 წელია უშედეგოდ აპროტესტებენ. მათი თქმით,   აღნიშნულ ტერიოტრიაზე, მიმდინარე გვირაბის გათხრითი სამუშაოები, სახლების საძირკველს აზიანებს, რაც ათობით ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.

გადათხრილ ქუჩებზე, რომლებიც სკოლის გზაზე გადის, ყოველდღიურად ბავშვები გადაადგილდებიან. სამშენებლო სამუშაოებმა დააზიანა სასწავლო დაწესებულებასთან დამაკავშირებელი ხიდიც. ხელვაჩაურის მერიამ, მოქალაქეების არაერთგზის მიმართვის მიუხედავად, დაზარალებულებს, დახმარება არ აღმოუჩინა.

მისახლეობა მუნიციპალიტეტის მერიისგან სამხარაულის ექსზპერტიზის ჩატარებას და დაზარალებულების სტატუსის მინიჭებას ითხოვს. ადგილობრივების პრეტენზიებთან დაკავშირებით,  ჩვენ  საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს დავუკავშირდით. მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეები ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაებს წლებია აპროტესტებენ, პასუხისმგებელ უწყებაში გვითხრეს, რომ ამის თაობაზე არაფერი იციან და შესაბამისად, პასუხიც ვერ მივიღეთ. საბოლოოდ, რა ბედი ეწევათ მაგისტრალის მშენებლობის მიმდებარედ მცხოვრებლებს, უცნობია.