2017 წლის მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი არ იზიარებს ოპოზიციის ბრალდებებს, რომ ისინი დაჩქარებული წესით ცდილობენ 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის მიღებას. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
ბესიკ ჭეჟიას განცხადებით, ეს მხოლოდ ამ ადამიანების ვარაუდებია, სინამდვილეში კი, მერიას აქვს ვალდებულება, ყოველი წლის არაუგვიანეს 15 ნოემბრისა, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი განსახილველად გაიტანოს წარმომადგენლობით ორგანოში. ამბობს, რომ სწორედ ასე მოხდა ზუგდიდის შემთხვევაში, რის შემდეგაც, საკრებულს აქვს ვალდებულება, უზრუნველყოს ბიუჯეტის პროექტის საჯაროობა – განიხილონ კომისიებში, ფრაქციებში და შენიშვნებით და რკომენდაციებით ეს პროექტი მერიას 25 ნოემბრამდე დაუბრუნონ.
“ზუსტად ამ პროცესებში ვართ დღეს. სხვა განსაკუთრებული არ ხდება. როგორც კი შემოვიდა ბიუჯეტი, განხილვის ვადებს წყვეტს მუნიციპოალიტეტის ბიურო. ბიუროს შემადგენლობაში შედიან როგორც სახელისუფლებო პარტიის ფრაქციის ხელმძღვანელები, ასევე ოპიზიციური ფრაქციის ხელმძღვანელები. ბიუროზე იქნა განხილული და დადგენილი ვადები, როდის განეხილათ კომისიურად საკრებულოში ბიუჯეტის პროექტი და როდის განეხილათ ფრაქციებს და როდის მოგვეწყო საჯარო განხილვა. აქედან გამომდინარე, პროექტი განხილულ იქნა ამ გრაფიკის შესაბამისად კომისიებში. ამ კომისიების მუშაობაში აქტიურად იყვნენ ჩარული ოპოზიციიდან ჩვენი დეპუტატები”, – განაცხადა ბესიკ ჭეჟიამ.
თუმცა ოპოზიცია საპირისპიროს ირწმუნება. ანა წითლიძის თქმით, ფრაქცია ენმ-ის წევრებს და “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლებს “არალეგიტიმურ პროცესში მონაწილეობა არ მიუღიათ.
ზუგდიდის ახლადარჩეული საკრებულოს მოშიმშილე წევრებმა, ფრაქცია ენმ-ის ოთახიდან საკრებულოს სხდომათა დარბაზში გადმოინაცვლეს. მათი თქმით, არ მისცემენ ძველ წარმომადგენლობით ორგანოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის განხილვის შესაძლებლობას. ლეიბების ამოტანის პროცესს დაპირისპირება მოჰყვა. საბოლოოდ, მოშიმშილები სხდომათა დარბაზში მოეწყვნენ და პროტესტს დღეიდან აქ განაგრძობენ.
ოპოზიციის განცხადებით, წინა მოწვევის საკრებულო ცდილობს ახლის შეკრებამდე, დაჩქარებული წესით მიიღოს მთავარი საფინანსო დოკუმენტი, რადგან ახალი საკრებულოს პირობებში, პროექტის ორჯერ ჩავარდნის შემთხვევაში, მერის და საკრებულოს ხელახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს. ადგილობრივი ხელისუფლება კი, როგორც ირწმუნებიან, სწორედ ამ პროცესის თავიდან არიდებას ცდილობს.
ზუგდიდის ახლადარჩეულმა საკრებულოს წევრებმა შიმშილობა 15 ნოემბერს დაიწყეს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კერძო კლნიკაში გადაყვანის მოთხოვნით.
საკრებულოში შიმშილობენ საკრებულოს წევრები – მაია კალანდია, ირაკლი სორდია, ხათუნა შამუგია,დარიკო არქანია და ექიმი მალხაზ ჯალაღონია.