სოფლად მცხოვრები ოჯახებისა და სოფლად მომუშავე ბიზნესებისთვის მწვანე საგრანტო პროგრამა განხორციელდება

333

ევროკავშირი (EU), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და სოფლის განვითარების სააგენტო იწვევენ სოფლად მცხოვრებ ოჯახებსა და სოფლად მომუშავე ბიზნესებს მწვანე საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად – http://gmg.undp.rda.gov.ge/. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.

საგრანტო პროგრამის მიზანია სოფლად ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგო-ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა. პროგრამა ხორციელდება შემდეგ მუნიციპალიტეტებში: ქედა, ხულო, ბორჯომი, ახალქალაქი, თეთრიწყარო, ყაზბეგი, ლაგოდეხი და დედოფლისწყარო.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2021 წლის 31 დეკემბერი. საკონტაქტო ინფორმაცია:
თათული ტოკვაძე, 577080637, tatuli.tokhvadze@rda.gov.ge
ლალი შელია, 595025816, lali.shelia@rda.gov.ge