მთავრობა ახალი ტურისტული ადგილების განვითარების პროგრამას იწყებს, რისთვისაც 200 მლნ ლარი გამოიყოფა, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.
მისი თქმით, პროგრამა ითვალისწინებს როგორც ძველი ტურისტული არეალების რეაბილიტაციას, ისე ახლის განვითარებას.
"რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ მუშაობა ახალი ტურისტული ლოკაციების ჩამოყალიბებაზე. ჩემი დავალებით, ეს პროგრამა უკვე გამზადებულია და რამდენიმე ხანში წარვადგენთ კონკრეტულ გეგმას, რაც არსებული ლოკაციების, ასევე, ახალი ადგილების განვითარებას...
ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე ხის კენწეროების ბილიკის მოწყობა 2023 წლის ბოლოს დასრულდება.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში პირველი ხის კენწეროების ბილიკის მოწყობის პროექტს მეიჯარე კომპანია შპს „კასს სქაი ბრიჯ“ განახორციელებს. ინვესტორს ხელშეკრულების ხელმოწერიდან 3 წლის განმავლობაში, არანაკლებ 8 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელების და ეკოტურისტული და რეკრეაციული დანიშნულების ინფრასტრუქტურის მოწყობის ვალდებულება აქვს აღებული.
პროექტის განხორციელებისთვის გამოცხადებულ პირობიან ელექტრონულ აუქციონზე Kass Group-ის შვილობილმა...
სკოლებში კომპიუტერული ლაბორატორიების მოწყობაზე 30 მილიონ ლარზე მეტი მიემართება,- ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.
როგორც პრემიერი განმარტავს, ასევე, დაგეგმილია 500 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია.
„იცით, რომ პირველი იანვრიდან, დაიწყება სკოლების მშენებლობა და რეაბილიტაცია, აქაც 800 სკოლა გავქვს ჩასმული, 500 სკოლას გაისად ვიწყებთ, რაც მნიშვნელოვანია მომავალი თაობისთვის. ჩვენი თაობა უნდა იზრდებოდეს ჯანსაღ, კარგ გარემოში. გარდა ამისა, 30 მილიონ ლარზე მეტი მიემართება სკოლებში...
1 იანვრიდან დეკრეტული შვებულების პერიოდში დახმარება კერძო სექტორში დასაქმებულებისთვისაც 2 000 ლარი იქნება. შესაბამისი ინიციატივის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
„დეკრეტული შვებულების საკითხი იყო საკმაოდ პრობლემური. მქონდა მსჯელობა და გადავწყვიტეთ, რომ კერძო სექტორში დასაქმებულებისთვისაც გავაორმაგოთ დახმარება დეკრეტული შვებულების პერიოდში - ეს თანხა 1 იანვრიდან 1 000 ლარის ნაცვლად 2 000 ლარი გახდება.
მანამდე, სკოლის მასწავლებლების შემთხვევაში გავითვალისწინეთ ზრდა და მომდევნო...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენის ახლადრეაბილიტირებული ამბულატორია გაიხსნა.
ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, ახალი საექიმო ამბულატორიის რეაბილიტირება ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსდა. მისი სამედიცინო ინვენტარით აღჭურვა კი მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის, ორგანიზაცია „ელ დი ეს ჩერეთის“ და საერთაშორისო ასოციაცია ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ თანამშრომლობით მოხდა.
ნარაზენის ამბულატორიამ საჩუქრად კარდიოგრამის აპარატები, ე.წ. პაციენტის მონიტორი და სხვა სამედიცინო აღჭურვილობა მიიღო. ამბულატორია ასევე აღიჭურვა ელექტროფორეზის აპარატურით.
როგორც ზუგდიდის...
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებები, რომლითაც კოდექსით გათვალისწინებულ კონკრეტულ სამართალდარღვევებზე მუნიციპალიტეტის უფლებამოსილება გაიზრდება.
კანონპროექტი ცალკეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის შეფარდებაზე უფლებამოსილი პირის ცვლილებას და ერთეულ შემთხვევაში სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრას ითვალისწინებს.
მომხსენებლის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, მოქმედი რეგულაციით მუნიციპალიტეტებში თუ რაიმე დარღვევა მოხდა, მაგალითად, უნებართვო მშენებლობა, სამშენებლო მასალებით...
კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული 10 ავტომობილის რეცხვისთვის ტენდერი გამოაცხადა. უწყებას მომსახურების შესასყიდად 7 700 ლარი აქვს გათვალისწინებული.
აღნიშნული ავტომობილებით კასპის მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირები სარგებლობენ.
სატენდერო პირობების მიხედვით, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ავტომანქანების, როგორც გარეგანი, ასევე შიდა ნაწილის გარეცხვა-გასუფთავება (ძარა, სალონი, საბარგული), სპეციალური მოწყობილობების, ინვენტარისა და სარეცხი საშუალებების გამოყენებით.
“რეცხვისას გამოყენებულ უნდა იქნეს მაღალი ხარისხის სარეცხი და საწმენდი საშუალებები. პრეტენდენტის...
გორის სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში მოქალაქეებმა 2023 წლისთვის 94 საინიციატივო წინადადება წარადგინეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, წარდგენილი წინადადადებებიდან 37 გამარჯვებული პროექტი გამოვლინდა.
“გამარჯვებული საინიციატივო წინადადებების გამოვლენის პროცესი 19 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობას ღებულობდნენ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სრულწლოვანი მოქალაქეები”, – ნათქვამია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შერჩეული პროექტები გორის მერიის 2023 წლის ბიუჯეტიდან...
"ვაპირებთ დამატებით რამდენიმე ერთეული ავტობუსის შეძენას", - ამის შესახებ რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ საკრებულოს სხდომაზე, რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავ ტრანსპორტზე საუბრისას განაცხადა. ინფორმაციას ინფო რუსთავი ავრცელებს.
როგორც ქალაქის მერმა აღნიშნა, დაგეგმილია ავტობუსებს შორის ინტერვალის კიდევ შემცირება. აღნიშნულთან დაკავშირებით ლაცაბიძეს კითხვა საკრებულოს თავმჯდომარემ დაუსვა. შეროზიამ მერს ჰკითხა, იგეგმება თუ არა არსებული მარშრუტის გაუმჯობესება.
"დიახ, ჩვენ არ ვართ კმაყოფილი. მათ შორის ახალგაზრდებს როდესაც ვხვდებით,...
2023 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევა კანონი "ტანასა და თეძამის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ''. აღნიშნული კანონი, რომელიც 14 ნოემბერს გამოქვეყნდა, საქართველოს პარლამენტმა ბოლო მოსმენით უკვე მიიღო. კანონის მიხედვით, ტანას ხეობის ფართობი - 10 986 ჰექტარი იქნება, ტანასა და თეძამის საერთო ფართობი კი, 21 864 ჰექტარი. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
"ტანასა და თეძამის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიას მართავს...
ქუთაისის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტს იმერეთის ანტიკორიფციული მოძრაობა აპროტესტებს. მათი თქმით, მომდევნო წლის ქალაქის მთავარი ფინანსურ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საერთო ბიუჯეტის 50 %-ზე მეტი ბიოროკრატიის შენახვაზე დაიხარჯება. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.
ორგანიზაციის განცხადებით, მხოლოდ მერიის ბალანსზე არსებული ავტოპარკის შენახვაზე ნახევარი მილიონი ლარზე მეტი თანხაა გამოყოფილი, ხოლო იმ სამსახურების წარმომადგენლების ხელფასები, რომლებიც ველზე ფიზიკურ შრომობენ, უცვლელი რჩება.
ანტიკორიფციულ მოძრაობაში მიიჩნევენ, რომ ბიუჯეტი მოსახლეობის...
შემდეგი სტატია
ავტორი: ეკატერინე ბასილაია
ნინო ლაცაბიძე "ქართული ოცნებიდან" რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გახდა, თუმცა, ქონებრივი დეკლარაცია სამჯერ აქვს შევსებული: 2019-2020 წლებში, როცა ის თბილისის საკრებულოში კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე იყო, ჯერჯერობით ბოლო კი, ჯერ ისევ საქართველოს პარლამენტის წევრობის დროს - 2021 წლის ოქტომბერში.
ნინო ლაცაბიძე 35 წლისაა, დაბადებულია რუსთავში, ჰყავს მეუღლე და 4 შვილი. ოჯახი ფლობს 4...
საბურთალოს რაიონის გამგეობამ, სარგის კაკაბაძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა.
თბილისის მერიის ცნობით, პროექტის მიხედვით, 3 119 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო.
დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.
„კაკაბაძის ქუჩაზე ასფალტის საფარი აქამდე არასდროს ყოფილა. მხოლოდ გრუნტიანი გზა არსებობდა, რის გამოც მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა. ამჟამად, სამუშაოები დასრულებულია და ადგილობრივი მცხოვრებლებიც კმაყოფილები არიან“,- განაცხადა გაიოზ ვასაძემ.
აღნიშნული პროექტი საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 250...
ბათუმში შტორმის შედეგად დაზიანებულ ბულვარში სალიკვიდაციო ღონისძიებები განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, უსაფრთხოების მიზნით მოხდა დაზიანებული მონაკვეთების შემოსაზღვრა და გატარდა შესაბამისი ღონისძიებები.
„ამ დროისათვის აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის შედეგად დაზიანებული მონაკვეთების აღდგენითი და დასუფთავების სამუშაოები.
შტორმისა და უხვნალექიანობის დროს სანაპირო ინფრასტრუქტურის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ბულვარის მიმდებარედ, ზღვის სანაპირო ზოლის ხელოვნური კვება განხორციელდება.
პროექტის ფარგლებში, მდინარე ჭოროხის კალაპოტიდან ამოღებული ნატანით შავი ზღვის...
წინა სტატია
ავტორი: ეკატერინე ბასილაია
ნინო ლიპარტელიანი "ქართული ოცნებიდან" ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გახდა. ის საჯარო სამსახურში მაღალ თანამდებობაზე პირველადაა და შესაბამისად, ქონებრივი დეკლარაციაც პირველად თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ შეავსო - 2022 წლის იანვარში.
ნინო ლიპარტელიანი 53 წლისაა, დაბადებულია ხაშურში. ის დავით აღმაშენებლის უნივერსიტეტისა და გორის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორია.
დეკლარაციაში ოჯახის წევრად მითითებული ჰყავს მხოლოდ მეუღლე.
ნინო ლიპარტელიანს უძრავი ქონება...
შემდეგი სტატია
ავტორი: ეკატერინე ბასილაია
თენგიზ ჩიტიაშვილი ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი "ქართული ოცნებიდან" 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გახდა. მანამდე, 2016-2020 წლებში ის -შპს "დუგლაძეების ღვინის კომპანიის" უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იყო, უფრო ადრე, 1994-2014 წლებში კი - პროკურორი. დეკლარაცია პირველად აქვს შევსებული 2022 წლის იანვრის ბოლოს, მას შემდეგ,რაც მერად აირჩიეს. სხვათა შორის, ჩიტიაშვილის მერად არჩევამდე 1 წლით ადრე, სწორედ მისი დამსაქმებელი...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































