პრემიერი: სკოლებში კომპიუტერული ლაბორატორიების მოწყობისთვის 30 მილიონზე მეტი დაიხარჯება

299

სკოლებში კომპიუტერული ლაბორატორიების მოწყობაზე 30 მილიონ ლარზე მეტი მიემართება,- ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

როგორც პრემიერი განმარტავს, ასევე, დაგეგმილია 500 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია.

„იცით, რომ პირველი იანვრიდან, დაიწყება სკოლების მშენებლობა და რეაბილიტაცია, აქაც 800 სკოლა გავქვს ჩასმული, 500 სკოლას გაისად ვიწყებთ, რაც მნიშვნელოვანია მომავალი თაობისთვის. ჩვენი თაობა უნდა იზრდებოდეს ჯანსაღ, კარგ გარემოში. გარდა ამისა, 30 მილიონ ლარზე მეტი მიემართება სკოლებში კომპიუტერული ლაბორატორიების მოწყობაზე“,- აღნიშნა პრემიერმა და დასძიენა, რომ დამატებით, კიდევ 150 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა განათლების დაფინანსებაზე.