ანტიკორუფციული მოძრაობა: ქუთაისის ბიუჯეტის 50 %-ზე მეტი ბიუროკრატიის შენახვაზე დაიხარჯება

286

ქუთაისის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტს იმერეთის ანტიკორიფციული მოძრაობა აპროტესტებს. მათი თქმით, მომდევნო წლის ქალაქის მთავარი ფინანსურ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საერთო ბიუჯეტის 50 %-ზე მეტი ბიოროკრატიის შენახვაზე დაიხარჯება. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.

ორგანიზაციის განცხადებით, მხოლოდ მერიის ბალანსზე არსებული ავტოპარკის შენახვაზე ნახევარი მილიონი ლარზე მეტი თანხაა გამოყოფილი, ხოლო იმ სამსახურების წარმომადგენლების ხელფასები, რომლებიც ველზე ფიზიკურ შრომობენ,  უცვლელი რჩება.

ანტიკორიფციულ მოძრაობაში მიიჩნევენ, რომ ბიუჯეტი მოსახლეობის პრობლემებს ვერ პასუხობს და ის მაღალჩინოსნების კომფორტზეა მორგებული.

2023 წელს ქუთაისის ბიუჯეტი 85 მილიონ ლარზე მეტი იქნება.