აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის ლიდერები ელგუჯა ბაგრატიონი, გიორგი კირთაძე და მირდატ ქამადაძე გამოკითხვაზე მივიდნენ. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ საქმე ეხება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრზე, გარდაცვლილ ნუგზარ ფუტკარაძის მიმართ განხორციელებულ ზეწოლასა და შანტაჟს. დეპუტატებმა მეხსიერების ბარათით სამმართველოში, გუშინ პარტიის მიერ გავრცელებული, ფარული ჩანაწერიც მიიტანეს. "მოლოდინი არ გვაქვს, რომ საქმეს გამოიძიებენ, თუმცა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან და ინსტიტუციებისადმი პატივისცემის ნიშნად მოვედით გამოკითხვაზე. მივაწვდით...
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, გიორგი გახარიას პარტიის შეთავაზება, რომ საკრებულოების თავმჯდომარეები მაინცდამაინც მათი პარტიიდან იყოს, არასწორია, თუმცა სწორია ინიციატივა იმის შესახებ, რომ ამ საკითხზე საუბარი დაიწყონ. როგორც გოცირიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, გახარიას პარტიის წინადადება დიალოგის შესაძლებლობას წარმოშობს და „ნაციონალური მოძრაობა“ „კონსულტაციების მაგიდასთან დაჯდება“. „როდესაც არჩევნების შემდეგ ერთ-ერთი პოლიტიკური ძალა ვერ ახერხებს კონტროლის მოპოვებას წარმომადგენლობით ორგანოზე, რომლის გარეშეც შეუძლებელია ბიუჯეტის დამტკიცება, საკრებულოს თავმჯდომარის დამტკიცება და ბევრი...
მირდატ ქამადაძე და გიორგი კირთაძე პოლიციაში, გამოკითხვაზე დაიბარეს - ამის შესახებ ქამადაძემ "მთავარი არხის" პირდაპირ ეთერში, გადაცემა "დღის სტუმრის" ეთერში ისაუბრა. საუბარია ნუგზარ ფუტკარაძის საქმეზე, რომლის აუდიოჩანაწერებიც ენმ-მ გუშინ გაასაჯაროვა. ბათუმის მერობის ყოფილმა კანდიდატმა გიორგი კირთაძემ თქვა, რომ ბათუმის ახალი საკრებულოს გარდაცვლილ წევრზე ასლან აბაშიძისდროინდელი ორი ძალოვანი, თორნიკე რიჟვაძის მამის დავალებით, ზეწოლას ახდენდა. კირთაძის თქმით, ოცნებას საკრებულოში უმრავლესობისთვის “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციიდან ერთი დეპუტატის გადაბირება სჭირდებოდა, ერთ-ერთი...
კოვიდგადატანილი მოქალაქეები, რომლებსაც ვაქცინის ორივე დოზა გაკეთებული არ აქვთ, საზღვარგარეთ "მწვანე პასპორტით" უვადოდ ვერ ისარგებლებენ. ამასთან დაკავშირებით განმარტება დღეს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ​ასეთი პირები სხვა ქვეყნებში მწვანე სტატუსით მხოლოდ ვირუსის დადასტურებიდან 6 თვის განმავლობაში შეძლებენ სარგებლობას, ამის შემდეგ კი დასჭირდებათ ისეთი "მწვანე პასპორტი", რომლითაც დასტურდება, რომ ვაქცინის ორივე დოზა აქვთ გაკეთებული. "საქართველოში გარკვეულ დაწესებულებებში იმოქმედებს უვადო პასპორტი,...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე არ ეთანხმება საკოორდინაციო საბჭოს მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც კოვიდ-გადატანილებისთვის "უვადო მწვანე სტატუსის" მინიჭებას ითვალისწინებს. „ჩემი აზრით შესაცვლელია“– ეს განცხადება მან ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ გააკეთა. NCDC-ის ხელმძღვანელის მოადგილე ამბობს, რომ კოვიდის ერთხელ გადატანა რეინფიცირებისგან არ გიცავს. „უკვე გამოქვეყნებულია კვლევები... გარდა ამისა კორონავირუსით რეინფიცირების 5 000-ზე მეტი შემთხვევა ჩვენც გვაქვს ქვეყანაში. კოვიდის გადატანა იმის გარანტიას არ...
თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ არ უნახავს ჩანაწერი, რომელშიც ბათუმში საკრებულოს დეპუტატ, ნუგზარ ფუტკარაძეზე ზეწოლა და შანტაჟი ისმის, ამიტომ დეტალებზე ვერ ისაუბრებს. მიუხედავად ამისა ამბობს, რომ ვერც ერთ ფაქტს ვერ დაასახელებს ვერავინ, სადაც "ოცნებამ" ვინმეს მოსყიდვა იკადრა. "არ ვიცი, არ მინახავს, ვერ გეტყვით. არ ვიცი, ესეთი სპეკულაციები ბევრი მოგვისმენია, ამიტომ ყველაფერს სჭირდება დამტკიცება, დამადასტურებელი კონკრეტული ქმედებები და ა.შ ამიტომ...
შემდეგი სტატია აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მზად არის გარდაცვლილ ნუგზარ ფუტკარაძის დას შეხვდეს,- ამის შესახებ აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა დავით მაღრაძემ აქციის მონაწილეებს განუცხადა. მისი თქმით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის დას ნაზი ფუტკარაძეს პირადად გაესაუბრება. "პირველ რიგში ვიზიარებ თქვენს მწუხარებას, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მზად არის პირადად შეგხვდეთ და გაგესაუბროთ. გელოდებათ შენობაში",- აღნიშნა დავით მაღრაძემ. თავის მხრივ, გარდაცვლილ ნუგზარ ფუტკარაძის და...
თბილისის მერი კახა კალაძე მზადაა, დედაქალაქის საკრებულოში შემავალ ყველა პარტიასთან ითანამშრომლოს. ამის შესახებ მან მედიას განუცხადა. მისივე თქმით, იგი ამისთვის 2017 წელსაც მზად იყო, თუმცა, თანამშრომლობის ნაცვლად, ოპოზიციამ პოლიტიკური შოუების მოწყობა დაიწყო. „2017 წელს, თუ გახსოვთ, გავაკეთე განცხადება, რომ მზად ვიყავი თანამშრომლობისთვის და მართლა დავიწყე თანამშრომლობა. მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომებს ესწრებოდნენ ოპოზიციური გუნდის წარმომადგენლები, თუმცა, პოლიტიკურმა ფიგურებმა, კონკრეტულად, ლევან ხაბეიშვილმა დაიწყო...
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან წასვლის შესახებ მინისტრთა კაბინეტში საუბარი არ არის. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს პრემიერის შესაძლო გადადგომის თაობაზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით საუბრისას განუცხადა. „მინისტრთა კაბინეტში მსგავსი საუბრები არ დაწყებულა. გვაქვს დავალებები, რომ არსებული პროექტები, რომლებიც 2 წლის განმავლობაში კოვიდპანდემიის პერიოდში შეფერხებული იყო, გავააქტიუროთ და გუნდში ერთობლივი მუშაობა დავიწყოთ“,- განაცხადა ტიკარაძემ.
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სამგორის რაიონში მცხოვრებ 30 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ფართები მათ სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაეცათ. „დღეს სამგორის რაიონში 30 ოჯახს გადავეცით საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად - 1 ლარად. ეს არის დაკანონების პროგრამა, რომლის განხორციელებაც დავიწყეთ 2017 წლიდან, როდესაც არჩევნები მოვიგეთ. უკვე 2500-ზე მეტი ოჯახი დაკმაყოფილდა, რაც ძალიან კარგია. მინდა, მივულოცო ამ ადამიანებს და პირველ...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში შესაძლოა, „მწვანე პასპორტის“ 2 ვარიანტი იყოს დაშვებული, რომელთაგანაც ერთი ქვეყნის შიგნით იქნება მოქმედი, ხოლო მეორე საზღვარგარეთ. როგორც გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის „მწვანე პასპორტი“, რომელიც საზღვარგარეთ მოხმარებისთვის იქნება განკუთვნილი, კოვიდგადატანილი პირებისთვის ვირუსის გადატანიდან 6 თვის განმავლობაში იმოქმედებს. „კოვიდგადატანილი პაციენტების საკითხი, ვინც ბაზაში არ არიან და პრობლემის მოგვარების გზები ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად განიხილება. „მწვანე პასპორტის“ ძირითადი დანიშნულება...
ქალაქ ახალციხეში მრავალფუნქციური სპორტკომპლექსი შენდება, -  ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სპორტულ კომპლექსში განთავსდება დიდი და მცირე საცურაო აუზები, ტრენაჟორების, ძალოსნობის, კრივის და ჭიდაობის დარბაზები. თითოეულ დარბაზსა და აუზს ექნება საკუთარი გასახდელები და საშხაპეები. ასევე, პროექტით გათვალისწინებულია ღია კაფესა და მცირე მაღაზიის მშენებლობა. სპორტკომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა პარკინგი. სპორტული კომპლექსი სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის...
მომავალ წელს ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებულების ხელფასებისათვის 33 086 000 ლარი დაიხარჯება. ეს თანხა 6 602 000 ლარით აჭარბებს მიმდინარე წლის სახელფასო ბიუჯეტს. ინფორმაციას ქუთაისიპოსტი ავრცელებს. წელს მერიაში, საკრებულოსა და ააიპ-ებში დასაქმებულების შრომის ანაზღაურებაზე 26 მლნ 484 000 ლარი იხარჯება. საჯარო სექტორში დასაქმებულებისთვის ხელფასების მომატება, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წინაასარჩევნოდ დააანონსა. მისი თქმით, საჯარო სექტორი კერძო სექტორთან სახელფასო თვალსაზრისით "კონკურენციას ვერ უძლებს",...
ქუთაისის მერის იოსებ ხახალეიშვილის თქმით, 2022 წელს ქალაქში როკ მუსიკის ფესტივალი ჩატარდება. ამისთვის მომდევნო წლის ადგილობრივ ბიუჯეტში 30 000 ლარი გამოიყოფა. იოსებ ხახალეიშვილის განმარტებით, კულტურული სფეროს მიმართულებით მუშაობა მისი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო. მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ასევე, გაიმართება დამეგობრებული ქალაქების ფესტავალიც, რომლისთვისაც ბიუჯეტში 70 000 ლარი იქნება განსაზღვრული. საერთო ჯამში, ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა ბიუჯეტში კულტურული სფეროს განვითარებისათვის 8 845 000...
ქუთაისის ახალი მოწვევის საკრებულო, სავარაუდოდ, 13 დეკემბერს შეიკრიბება. ამ დღეს გაირკვევა ვინ გახდება მეშვიდე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე. ინფორმაციას ქუთაისიპოსტი ავრცელებს. "ქართული ოცნების" პროპორციული სიის მიხედვით, თავმჯდომარეობის კანდიდატი საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, დიმიტრი მხეიძეა, რომელიც მმართველი პარტიის სიის პირველი ნომერია, თუმცა, დიმიტრი მხეიძემ ქუთაისიპოსტთან საუბარში, მისი ამ პოსტზე შესაძლო არჩევა, ჯერ კიდევ არჩევნებამდე უარყო და თქვა, რომ უფრო რეალური კანდიდატი...
ადიგენის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი 9 538 500 ლარით განისაზღვრა, ფინანსური დოკუმენტის მიხედვით, მუნიციპალიტეტის მთავარი პრიორიტეტი ინფრასტრუქტურაა, რისთვისაც 2 948 100 ლარია გამოყოფილი. მიმდინარე წლისგან განსხვავებით 284,8 ათასი ლარითაა გაზრდილია მერიისა და საკრებულოს თანმაშრომლების ხელფასებითვის განკუთვნილი თანხა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. „ადიგენის ბიუჯეტი 2022 წლისთვის შეადგენს 9 538 500 ლარს. ხარჯის ნაწილში ძირითადად გაზრდილია ინფრასტრუქტურული მიმართულებით, მათ შორისაა: საგზაო ინფრასტრუქტურა,...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ