ქუთაისის მერის იოსებ ხახალეიშვილის თქმით, 2022 წელს ქალაქში როკ მუსიკის ფესტივალი ჩატარდება. ამისთვის მომდევნო წლის ადგილობრივ ბიუჯეტში 30 000 ლარი გამოიყოფა.
იოსებ ხახალეიშვილის განმარტებით, კულტურული სფეროს მიმართულებით მუშაობა მისი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო.
მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ასევე, გაიმართება დამეგობრებული ქალაქების ფესტავალიც, რომლისთვისაც ბიუჯეტში 70 000 ლარი იქნება განსაზღვრული.
საერთო ჯამში, ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა ბიუჯეტში კულტურული სფეროს განვითარებისათვის 8 845 000 ლარის დახარჯვას გეგმავს.