მირდატ ქამადაძე და გიორგი კირთაძე გამოკითხვაზე დაიბარეს – ფუტკარაძის საქმე

707

მირდატ ქამადაძე და გიორგი კირთაძე პოლიციაში, გამოკითხვაზე დაიბარეს – ამის შესახებ ქამადაძემ “მთავარი არხის” პირდაპირ ეთერში, გადაცემა “დღის სტუმრის” ეთერში ისაუბრა.

საუბარია ნუგზარ ფუტკარაძის საქმეზე, რომლის აუდიოჩანაწერებიც ენმ-მ გუშინ გაასაჯაროვა. ბათუმის მერობის ყოფილმა კანდიდატმა გიორგი კირთაძემ თქვა, რომ ბათუმის ახალი საკრებულოს გარდაცვლილ წევრზე ასლან აბაშიძისდროინდელი ორი ძალოვანი, თორნიკე რიჟვაძის მამის დავალებით, ზეწოლას ახდენდა.

კირთაძის თქმით, ოცნებას საკრებულოში უმრავლესობისთვის “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციიდან ერთი დეპუტატის გადაბირება სჭირდებოდა, ერთ-ერთი პირველი კი, ვისზეც ზეწოლა დაიწყო, ნუგზარ ფუტკარაძე იყო.

კირთაძემ ბრიფინგზე გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი, რომელშიც, მისივე თქმით, ისმის, როგორ სთავაზობენ ფუტკარაძეს “ქართულ ოცნებაში” გადასვლის სანაცვლოდ 100 000 დოლარს.

ენმ გამოძიების დაწყებას მოითხოვს. ამასთან, აცახადებენ, რომ თანამდებობები უნდა დატოვონ მამა-შვილმა რიჟვაძეებმა.

გამოძიების დაწყებისა და თორნიკე რიჟვაძის გადადგომის მოთხოვნით დღეს ბათუმსა და თბილისში ოპოზიციამ საპროტესტო აქციები გამართა.