ქუთაისში 15 იანვრიდან გარევაჭრობა აიკრძალება. ადამიანები, რომლებიც ქუჩაში პროდუქტს, ტანსაცმელს და სხვადასხვა აქსესუარებს ყიდიან, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში დაჯარიმდებიან. ამის შესახებ ინფო იმერეთი წერს.
მერიის შესაბამისმა სამსახურმა გარემოვაჭრეები საქმის კურსში უკვე ჩააყენა, თუმცა თვითდასაქმებულების თქმით, ისინი უკიდურესი სიღარიბის გამო იძულებული არიან ნალექის, თოვლის ან თუნდაც მაღალი ტემპერატურის გამო ქუჩაში იდგნენ და ოჯახები არჩინონ.
“ხახალეიშვილი, რომ დარბოდა ეზო-ეზო და გვეხვეწებოდა ხმა მომეცით, თორემ თბილისელი...
თბილისში, დ. ჭონქაძისა და მთაწმინდის ქუჩების კვეთაზე დაზიანებული წყლის მილის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 და 28 ნოემბერს საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
აღნიშნულ პერიოდში, შეზღუდვა შეეხება ჭონქაძის ქუჩიდან მთაწმინდისა და პ. კაკაბაძის ქუჩებისკენ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებებს. ჭონქაძის ქუჩიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება ჩიტაძის, ინგოროყვას, კოტეტიშვილისა და ბესიკის ქუჩების საშუალებით.
გადაადგილება თავისუფალი იქნება კაკაბაძისა და მთაწმინდის ქუჩებიდან მოძრავი სატრანსპორტო საშუალებებისთვის.
სამუშაოების მსვლელობის პერიოდში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უცვლელი...
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ახალარჩეული საკრებულო მუშაობას ჯერ კიდევ არ შესდგომია. აქედან გამომდინარე, 2022 წლის ბიუჯეტის პროექტზე (რომელიც ოზურგეთის ყოფილი მერის, კონსტანტინე შარაშენიძის უფლებამოსილების შეწყვეტამდე ცოტა ხნით ადრე წარედგინა საკრებულოს), მუშაობა წინა მოწვევის საკრებულოს წევრებმა იკისრეს. ამის შესახებ გურიანიუსი წერს.
როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ხდება ცნობილი, უკვე ყველამ კომისიამ გააკეთა 2022 წლის ბიუჯეტის პროექტზე დასკვნა და ეს დოკუმენტები...
სამი წელი იწურება, რაც გედსამანიის სკოლაში დასაქმებულები მაღალმთიანი დასახლების პედაგოგებისთვის დაწესებული შეღავათებით ვერ სარგებლობენ. პრობლემა იმაშია, რომ გედსამანიის სკოლა ხუნევის სკოლასთან არის ოპტიმიზირებული, ხუნევს კი მაღალმთიანი დასახლების სტატუსი არ აქვს. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.
გედსამანიის სკოლაში დასაქმებულებმა შეღავათებით რომ ისარგებლონ, ამ სკოლას დამოუკიდებელი სტატუსი უნდა დაუბრუნდეს.
რა გზებითა და მეთოდებით აპირებს ხარაგაულის ადგილობრივი თვითმმართველობა გედსამანიის სკოლის თანამშრომელთა შრომითი უფლებების დაცვაზე...
ქუთაისის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტში, დაახლოებით, 90 000 ლარის ღირებულების ოთხი ახალი პროგრამაა გათვალისწინებული. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.
მერის სტიპენდიები - 20 000 ლარი;
მოლაშქრეთა ახალგაზრდული ბანაკი - 20 00 ლარი;
როკ მუსიკის ფესტივალი - 30 000 ლარი
ქუთაისელი ახალგაზრდების უცხო ენების საერთაშორისო სასერტიფიკატიო გამოცდებში მონაწილეობისთვის ფინანსური დახმარება (სოც.დაუცველებისთვის) - 20 000 ლარი.
ბიუჯეტის პროექტის განხილვაზე ქალაქის მერმა განმარტა, რომ ახალი პროგრამების მიზანი,...
ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ადგილობრივების თქმით, ქუჩა ანტისანიტარიის კერად იქცა, რადგან მერიის შესაბამისი სამსახურის მხრიდან ნარჩენების გატანა არ ხდება. ინფორმაციას ინფო იმერეთი ავრცელებს.
ქუთაისში ბუხაიძის ქუჩა არ არის ერთადერთი, სადაც ადგილობრივები ნარჩენების პრობლემებზე საუბრობენ.
როგორც ცნობილია, ყოფილი საკანონმდებლო ორგანოს შენობის მიმდებარე პერიმეტრზე ბალახი გაუთიბავია, ეზოში კი უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების სადგომია მოწყობილი.
ქუთაისელები ამბობენ,რომ ერთ დროს საპარლამენტო ქალაქი დღეს პროვნციულ დასახლებად...
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხონჭიორში წყალსადენი სისტემის რეაბილიტაცია განხორციელდება.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, არსებული პროექტი მრავალწლიან პრობლემას აღმოფხვრის და მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. მათივე ცნობით, ამ დროისთვის დასრულებულია საპროექტო დოკუმენტაციის საბოლოო ვერსიაზე მუშაობა, რომლის შესაბამისადაც კონკრეტული სამუშაოები დაიწყება.
„პროექტის ღირებულება 556 500 ლარს შეადგენს და მისი განხორციელება 2022 წელს იგეგმება. წყალსადენი სისტემების მოწესრიგება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით...
გურჯაანის მუნიციპლიტეტის მერის ხელფასი 5 ათას ლარამდე გაიზარდა. 2022 წლიდან, უფლებამოსილების ამოწურვამდე, ზურაბ უტიაშვილი გაზრდილ ხელფასს მიიღებს.
ცვლილება მერის თანამდებობრივი სარგოს შესახებ, გურჯაანის მუნიციპლიტეტის ბიუჯეტში უკვე აისახა. ხელფასის ზრდა რადიო ჰერეთთან, თავად ზურაბ უტიაშვილმაც დაადასტურა.
” ხელფასები ყველა მუნიციპალიტეტში გაიზარდა. არის სპეციალური შკალა და ამის მიხედვით, ადგილობრივ თვითმმართველობაში, ძალიან დაბალი ხელფასებია. ამიტომ გადაწყდა, ყველგან გათანაბრდეს და მუნიციპლიტეტებშიც რანგირებულმა მოხელეებმა შესაბამისი ხელფასები...
რუსთავის 2022 წლის ბიუჯეტი საწყის ეტაპზე 81 200 000 ლარითაა განისაზღვრული. ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი რუსთავის მე-6 მოწვევის საკრებულომ უკვე დაამტკიცა. როგორც სხდომის მომხსენებელმა, რუსთავის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა, ლევან კავთიაშვილმა განაცხადა, ბიუჯეტი შარშანდელთან შედარებით 31 მილიონი ლარითაა გაზრდილი. ინფორმაციას ინფო რუსთავი ავრცელებს.
"ბიუჯეტის პროექტი გაზრდილია შარშანდელთან შედარებით 31 მილიონი ლარით. კერძოდ, 22%-ითაა გაზრდილი შემოსავლების ნაწილში, 193%-ით გრანტების ნაწილი, მათ შორის...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილის თქმით, გადარჩეულმა საკრებულოებმა 2022 წლის ბიუჯეტი იმიტომ მიიღეს, რომ "დრო არ დაიკარგოს".
როგორც მან აღნიშნა, "2022 წელს ქვეყანას არ აქვს ფუფუნება, რომ ერთი წამიც კი დაკარგოს".
"იურიდიულად ეს პროცესი არის გამართული ახალი საკრებულოები მუშაობას შეუდგებიან მხოლოდ სამი დეკემბრიდან, შესაბამისად, ძველი საკრებულოები ამ მომენტში კარგავენ თავის უფლებამოსილებას. ძველი საკრებულოები ბიუჯეტს ამტკიცებენ იმის გამო, რომ დრო არ დაიკარგოს. პრემიერმა განაცხადა, რომ...
"ქართული ოცნების" წევრი, სოზარ სუბარი ამბობს, რომ ბათუმშიც და ზუგდიდშიც, ვადაგასულ საკრებულოს წევრებს უფლება ჰქონდათ 2022 წლის ბიუჯეტი მიეღოთ. მისი აზრით, რიგგარეშე არჩევნები რომც ჩატარებულიყო საკრებულოებში უმრავლესობა "ოცნებას" ექნებოდა.
"რიგგარეშე არჩევნები ყოველთვის არის ზედმეტი ხმაური, ზედმეტი ფინანსური ტვირთი ქვეყნისთვის, თორემ, სინამდვილეში, იმ ფონზე რა მდგომარეობაშიც ეხლა არის ოპოზიცია, სურათი დაიდებოდა სრულიად სხვა, არა მხოლოდ მერებს მოვიგებდით, რომლებიც ისედაც მოგებული გვაქვს,...
"ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრის სოზარ სუბარის განცხადებით, ახალი მოწვევის საკრებულოს საშუალება ექნება გააკონტროლოს თუ რამდენად კარგად სრულდება 2022 წლის ბიუჯეტი.
როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, არჩეულ მერებს კარგად და გამართულად მუშაობის საშუალება უნდა ჰქონდეთ.
„ისინი არიან საკრებულოს წევრები და კანონის თანახმად მოიქცნენ. არჩეულ მერებს უნდა ჰქონდეთ კარგად და გამართულად მუშაობის საშუალება. ახალ საკრებულოებს, როდესაც ისინი მუშაობას შეუდგებიან, ექნებათ საშუალება, აკონტროლონ თუ...
ბათუმის საკრებულოს "ქართული ოცნების" დეპუტატის, ნატალია ზოიძის თქმით, მმართველ გუნდს ჰქონდა მოლოდინი, რომ ახალი მოწვევის საკრებულო, რომელიც ოპოზიციურია, ბიუჯეტის პროექტს არ დაამტკიცებდა და მისი მიღება სწორედ ამ მიზეზით დააჩქარეს.
როგორც მან აღნიშნა, ქალაქის 2022 წლის ბიუჯეტი "იმდენად კარგია", რომ მასში "მოსახლეობისთვის საჭირბოროტო ყველა საკითხია გათვალისწინებული".
"სწორედ ასეთი დესტრუქციულობით აპირებენ, სამომავლო ქმედებებზე უკვე გაშიფრულები არიან. ასეთ ვითარებაში, რა მოცემულობაცაა, შესაძლებელია, რომ იყოს...
ოპოზიციის დიდი პროტესტის ფონზე, ზუგდიდისა და ბათუმის საკრებულოების მიერ 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის მიღების თემას ეხმიანება droa.ge-ს ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი.
ტელეკომპანია “ფორმულა”
ოპოზიციის წარმომადგენლების დღევანდელი მოქმედებით დასტურდება, რომ ყველგან, სადაც ამის შესაძლებლობა ჰქონდათ, პრობლემების შექმნას აპირებდნენ, რათა არ დამტკიცებულიყო ბიუჯეტი, გაჩერებულიყო მუნიციპალიტეტების განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტების განხორციელება და საზოგადოების წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევის გზაზე, მნიშვნელოვანი ბარიერები შეექმნათ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა სოზარ სუბარმა ბრიფინგზე განაცხადა.
სოზარ სუბარის თქმით, როგორ იაფფასიან მეთოდებსაც არ უნდა მიმართონ, საქმის კეთებაში, მოსახლეობის პრობლემების მოგვარებაზე ზრუნვაში...
ძალიან დიდი შეცდომა იყო, რომ დაუყოვნებლივ არ მოიწვიეს საკრებულოს პირველი სხდომა, - ასე შეაფასა ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერმა მოადგილემ, პარტია "ლელოს" წევრმა, გიორგი სიორიძემ ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოებში დღეს მომხდარი დაპირისპირება.
როგორც სიორიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ხელისუფლებას შეეძლო საკრებულოს პირველი სხდომების უფრო ადრე ჩატარება და დაპირისპირების თავიდან აცილება.
„მოგეხსენებთ, კანონით არის გათვალისწინებული 30-დღიანი ვადა არჩევნების საბოლოო შეჯამებამდე, როდესაც მთელი ქვეყნის მასშტაბით შესაძლებელია, მოწვეული იყოს...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































