რა ახალი პროგრამები დაფინანსდება 2022 წელს ქუთაისში

691

ქუთაისის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტში, დაახლოებით, 90 000 ლარის ღირებულების ოთხი ახალი პროგრამაა გათვალისწინებული. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.

მერის სტიპენდიები – 20 000 ლარი;

მოლაშქრეთა ახალგაზრდული ბანაკი – 20 00 ლარი;

როკ მუსიკის ფესტივალი – 30 000 ლარი

ქუთაისელი ახალგაზრდების უცხო ენების საერთაშორისო სასერტიფიკატიო გამოცდებში მონაწილეობისთვის ფინანსური დახმარება (სოც.დაუცველებისთვის) –  20 000 ლარი.

ბიუჯეტის პროექტის განხილვაზე ქალაქის მერმა განმარტა, რომ  ახალი პროგრამების  მიზანი, ერთი მხრივ, მოქალაქეების ხელშეწყობა და  ახალგაზრდების გააქტიურება,  მეორე მხრივ კი, ქალაქში კულტურული სფეროს განვითარებაა.

“წელს პირველად იქნება მერის სტიპენდია, რომლის მიღება, როგორც მოსწავლეებს, ასევე, სტუდენტებსაც შეეძლებათ. ეს არის ერთგვარი წახალისება”, – ამბობს იოსებ ხახალეიშვილი.

ქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი მერიამ ქალაქის საკრებულოს უკვე წარუდგინა. წარმომადგენლობითმა ორგანომ შესაბამისს კომისიებში მუშაობა დაასრულა და ამ ეტაპზე დოკუმენტის საჯარო განხილვა მიმდინარეობს.

საკრებულოში განმარტავენ, რომ მერიის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში, შენიშვნა, როგორც შინაარსობრივ ნაწილში, ასევე, ფინანსურ ნაწილში ჰქონდათ. შესწორებულ ვარიანტი საკრებულომაც უკვე გადაუგზავნა მერიას, რომელმაც დოკუმენტში ცვლილებები უნდა შეიტანოს.

საბოლოოდ,  ბიუჯეტი 24 დეკემბრამდე უნდა დამტკიცდეს.

სამუშაო ვერსიით, მომავალი წლის ქალაქის ბიუჯეტის მოცულობა 82 მილიონს შეადგენს.