ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩის მოსახლეობა მერიას დაგვის გატანას სთხოვს

438

ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ადგილობრივების თქმით, ქუჩა ანტისანიტარიის კერად იქცა, რადგან მერიის შესაბამისი სამსახურის მხრიდან ნარჩენების გატანა არ ხდება. ინფორმაციას ინფო იმერეთი ავრცელებს.

ქუთაისში ბუხაიძის ქუჩა არ არის ერთადერთი, სადაც ადგილობრივები ნარჩენების პრობლემებზე საუბრობენ.

როგორც ცნობილია, ყოფილი საკანონმდებლო ორგანოს შენობის მიმდებარე პერიმეტრზე ბალახი გაუთიბავია, ეზოში კი უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების სადგომია მოწყობილი.

ქუთაისელები ამბობენ,რომ ერთ დროს საპარლამენტო ქალაქი დღეს პროვნციულ დასახლებად გადაიქცა.