სუბარი: ახალი მოწვევის საკრებულოს საშუალება ექნება გააკონტროლოს თუ რამდენად კარგად სრულდება 2022 წლის ბიუჯეტი

265

“ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრის სოზარ სუბარის განცხადებით, ახალი მოწვევის საკრებულოს საშუალება ექნება გააკონტროლოს თუ რამდენად კარგად სრულდება 2022 წლის ბიუჯეტი.

როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, არჩეულ მერებს კარგად და გამართულად მუშაობის საშუალება უნდა ჰქონდეთ.

„ისინი არიან საკრებულოს წევრები და კანონის თანახმად მოიქცნენ. არჩეულ მერებს უნდა ჰქონდეთ კარგად და გამართულად მუშაობის საშუალება. ახალ საკრებულოებს, როდესაც ისინი მუშაობას შეუდგებიან, ექნებათ საშუალება, აკონტროლონ თუ რამდენად კარგად სრულდება ეს ბიუჯეტი. სხვათა შორის, მსგავსი გადაწყვეტლება არის მიღებული არა მხოლოდ იმ ქალაქებში, სადაც ერთგვარად უმრავლესობა არ აქვს „ქართულ ოცნებას“, არამედ იმ საკრებულოებში, სადაც „ქართულ ოცნებას“ საკრებულოში უმრავლესობა აქვს. მაგალითად, ასეთია – ქარელი, თიანეთი, ლანჩხუთი, ჩხოროწყუ, მარტვილი. ქარელში, თიანეთსა და ლანჩხუთში ჩვენ გვაქვს უმრავლესობა და ასევე დამტკიცდა ბიუჯეტი, რადგან ასე ჩათვალა თვითმმართველობამ უკეთესად. ამ შემთხვევაში იქ, არანაირი ჩარევა ჩვენი მხრიდან არ ყოფილა. როგორც მათ უკეთესად ჩათვალეს, ისე გაკეთდა“,-განაცხადა სუბარმა.

ცნობისთვის, ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულებმა 2022 წლის ბიუჯეტი ხმაურის და ოპოზიციის პროტესტის ფონზე დაამტკიცა. ბიუჯეტის დამტკიცების პარალელურად, საკრებულოების შენობასთან სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.