ამბროლაურის სოფელ ხონჭიორში წყალსადენი სისტემის რეაბილიტაცია განხორციელდება

438

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხონჭიორში წყალსადენი სისტემის რეაბილიტაცია განხორციელდება.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, არსებული პროექტი მრავალწლიან პრობლემას აღმოფხვრის და მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. მათივე ცნობით, ამ დროისთვის დასრულებულია საპროექტო დოკუმენტაციის საბოლოო ვერსიაზე მუშაობა, რომლის შესაბამისადაც კონკრეტული სამუშაოები დაიწყება.

„პროექტის ღირებულება 556 500 ლარს შეადგენს და მისი განხორციელება 2022 წელს იგეგმება. წყალსადენი სისტემების მოწესრიგება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც აქტიურად გაგრძელდება და ეტაპობრივად ყველა პრობლემურ სოფელს მოიცავს”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.