https://www.youtube.com/watch?v=JAX9PBjKqKY&feature=youtu.be
https://www.youtube.com/watch?v=WLNSQZCdEWc
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ, ნატალია შეროზიამ, რომელმაც საკრებულოს სხდომა მანამდე ორჯერ დატოვა, ზუგდიდისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევის საკითხი კენჭისყრაზე მოულოდნელად, სხდომის განახლებისთანავე ისე დააყენა, რომ იქ მყოფ მოქალაქეებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს კითხვების დასმის საშუალება არ მისცა. კენჭისყრის შემდეგ არ დათვლილა მომხრათა და მოწინააღმდეგეთა რაოდენობაც.
შეროზიამ სხდომა კენჭისყრის ჩატარებისთანავე დატოვა.
ქალაქისა და თვითმმართველი თემის გაერთიანების შემდეგ სამსახურის გარეშე მინიმუმ 400 მოხელე დარჩება.
ამის შესახებ თემის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თეიმურაზ გიგუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობის მიერ დაგეგმილი რეფორმა არა თუ ხარჯების ოპტიმიზაციას, არამედ, ძალაუფლების კონცენტრაციას ითვალისწინებს.
თეიმურაზ გიგუაშვილი სოფელ ტყვიავის მაჟორიტარი წარმომადგენელია და ის კოალიცია ,,ქართულ ოცნებაში" ეროვნული ფორუმიდან იყო.
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა რაიონის მუნიციპალიტეტიდან სხდომის ოქმის ასლი მოითხოვა.
გთავაზობთ, სხდომის ოქმის ჩანაწერს:
დღის წესრიგით...
სამეგრელოში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. მესამე სექტორი მიიჩნევს, რომ მოქალაქეებს სხდომაზე საკუთარი აზრის გამოხატვის საშუალება არ მიეცათ და მოქალაქეთა აზრის გაუთვალისწინებლად მოხდა მუნიციპალიტეტების შერწყმის სამთავრობო წინადადების მხარდაჭერა.
გარდა ამისა, მათი თქმით, იყო პროცედურული დარღვევებიც, მათ შორის ის, რომ საკრებულოს ჟურნალში წინასწარ დარეგისტრირებულმა მოქალაქეებმა აზრი ვერ დააფიქსირეს. ასევე, საკრებულოს თავმჯდომარემ ნატალია...
სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია საკრებულოს თავმჯდომარე ნატალია შეროზიას. მას არც შედეგები გამოუცხადებია კენჭისყრის ბოლოს, თუ ვინ იყო საკითხის მხარდაჭერის წინააღმდეგი და ვინ მომხრე.
კომენტარი გააკეთა მისმა მოადგილემ. თაზო ფაცაციას თქმით, სამი დეპუტატის გარდა ყველამ მოიწონა რეგიონული განვითარების სამინისტროს სამთავრობო კომისიის მიერ წარმოდგენილი წინადადება მუნიციპალიტეტების გაერთიანებაზე. აღნიშნა, რომ სხდომიდან საკრებულოს თავმჯდომარის ორჯერ გასვლა გამოიწვია დარბაზში ხმაურმა, რადგან მოქალაქეები...
ახალციხეში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობა ქალაქის დეპუტატების გადაწყვეტილებას უარყოფითად აფასებს, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებას მიესალმებიან ან პოზიციის დაპიქსირებისგან თავს იკავებენ.
ასოციაცია „ტოლერანტის“ ხელმძღვანელი ცირა მესხიშვილი ერთ–ერთი პირველი იყო ახალციხეში მოქმედ არასამთავრობობს შორის, რომელიც ქალაქის დეპუტატების გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში გამოემხაურა და მომხდარი „დეცენტრალიზაციის დასამარებად“ შეაფასა.
იგი „სამხრეთის კარიბჭესთან“ საუბარშიც აცხადებს, რომ დეპუტატების გადაწყვეტილება მისთვის მიუღებელია, თუმცა ფიქრობს, რომ...
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს სხდომა ცოტა ხნის წინ განახლდა, თუმცა, მოქალაქეთა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთა მოლოდინი, რომ მათ შეკითხვების დასმისა და საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება მიეცემოდათ, არ გამართლდა.
განახლების შემდეგ სხდომა ერთი წუთიც კი არ გაგრძელებულა. საკრებულოს თავმჯდომარემ, ნატალია შეროზიამ შემოსვლისთანავე საკითხი კენჭისყრაზე დააყენა. შეკითხვის შემდეგ - ვინ არის მომხრე გაერთიანდეს თვითმმართველი ქალაქი ზუგდიდი და სათემო მუნიციპალიტეტი, მომხრეებმა ხელი ასწიეს. საკრებულოს...
ქალაქ ოზუგეთის საკრებულოს სხდომა, რომელიც ურთიერთშელაპარაკების და რეპლიკების ფონზე საათნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა ამ წუთებში დასრულდა.
სხდომაზე თვითმმართველი ერთეულების გაერთიანების საკითხს განიხილავდნენ. 12 დეპუტატიდან, გაერთიანების საკითხს მხარი 8 დეპუტატმა დაუჭირა, 4 კი, წინააღმდეგი წავიდა, მათ შორის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გოგუაძეც.
ინიციატივას ასავე მხარი არ დაუჭირეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა: გოჩა ძიმისტარაშვილმა, ლევან მგელაძემ და თამარ ნადირიძემ. რაც შეეხება კიდევ ერთ ოპოზიციონერ დეპუტატს,...
ქალაქ ოზუგეთის საკრებულოს სხდომა ურთიერთშელაპარაკების და რეპლიკების ფონზე მიმდინარეობს. ამ წუთებში სხდომაზე თვითმმართველი ერთეულების გაერთიანების საკითხს განიხილავენ. როგორც საკითხის განხილვისას ირკვევა, საკრებულოს მმართველი გუნდი გაერთიანების მომხრეა, რასაც ოპოზიციური პარტიების დეპუტატები არ ეთანხმებიან. ამის გამო სხდომა ურთიერთდაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა გოჩა ძიმისტარაშვილმა ოზურგეთის მერს, ბეგლარ სიორიძეს მიმართა და აღნიშნა, რომ თვითმმართველი ერთეულების გაერთიანების მომხრე არც ოზურგეთის მერია, თუმცა, ის მთავრობის...
ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე კარლო ღადუამ სხდომაზე მიმართა მუნიციპალიტეტების გაერთიანების შესახებ მომზადებული კანონპროექტის ავტორებს, რომ პროექტში გაითვალისწინონ მათი მოსაზრებები, რაც მდგომარებს იმაში, რომ ქალაქს უნდა შეუნარჩუნდეს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი.
„ჩვენ ბევრი პოზიტიური ცვლილება ვნახეთ ამ პროექტში მგონია რომ დღევანდელ რეალობას მორგებულია ეს ყველაფერი, მაგრამ მივმართავთ თხოვნით პროექტის ავტორებს, რომ გაითვალისწინონ ხალხის აზრი. გაერთიანების შემთხვევაში ზუგდიდი იყოს თვითმმართველი ქალაქი....
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნატალია შეროზიამ დაპირისპირების ფონზე კენჭისყრაზე ორჯერ დააყენა საკითხი რეგიონული განვითარების სამინისტროს სამთავრობო კომისიის წერილის მოწონების შესახებ, თემის და ქალაქის გაერთიანების თაობაზე, თუმცა მასში მონაწილეობა არავის მიუღია. არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ოპოზიციამ პროტესტი გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ არ შეიძლება კენჭისყრაზე გაიტანონ საკითხი, მაშინ, როცა ყველას ჯერაც არ გამოუთქვამს მოსაზრებები, მათ შორის მოქალაქეებს. ნატალია შეროზიამ სხდომა დატოვა, თუმცა...
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს სხდომა ცხარე კამათის ფონზე ჩატარდა. ქალაქ ზუგდიდის საკრებულოში თვითმმართველი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის გაერთიანების საკითხი განიხილეს. სხდომა, რომელსაც მოსახლეობა და არასამთავრობო ორგანიზაციიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ ცხარე კამათის ფონზე ჩატარდა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა ქალაქისა და სათემო მუნიციპალიტეტის გაერთიანების საკითხი უკან გადადგმულ ნაბიჯად შეაფასეს.
სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, კამათი იმდენად ცხარე იყო, რომ საკრებულოს თავმჯდომარემ საკითხის კენჭისყრაზე დაყენებაც...
https://www.youtube.com/watch?v=awxjZjMGQCE&feature=youtu.be
ფრაქცია „ზუგდიდის მომავლისთვის“ საკრებულოს სხდომაზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა თემის და ქალაქის გაერთიანებასთან დაკავშირებით. ფრაქციის წევრის, ნუგზარ სარიას თქმით, ისინი მხარს უჭერენ გაერთიანების წინადადებას, მხოლოდ შემდეგი არგუმენტების გათვალისწინებით:
„მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ოპტიმიზაცია არ იქნება თვითმმართველობის რეფორმის მთავარი მიმართულება. ძირითადი აქცენტი გადატანილი იქნება თვითმმართველობის გაძლიერებაზე, რაც გულისხმობს თვითმმართველობებისთვის მეტი უფლებამოსილების და მეტი უფლების გადაცემას. შექმნილ მუნიციპალიტეტს უნდა შეუნარჩუნდეს ორივე ბიუჯეტი სრულად. ეფექტიანი მართვის...
ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე თვითმმართველი ერთეულების გაერთიანების საკითხს მხარს უჭერს. ამის შესახებ სიორიძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, სადაც ამ საკითხს განიხილავენ.
მისი თქმით, თვითმმართველობების გაეღრიანების შემდეგ ბიუჯეტი არ მცირდება.
„მოსახლეობაც არაფერს კარგავს. დაიზოგება 5 მილიონი ლარი. ოზურგეთს კი ქალაქის სტატუსი რჩება“, _ აღნიშნა სიორიძემ.
ცნობისთვის, საქმე ეხება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, მუნიციპალიტეტების ტერიტორიული ოპტიმიზაციის შედეგად ჩამოყალიბდება ერთი თვითმმართველი...
ამ წუთებში ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს სხდომა დაიწყო, სადაც თვითმმართველი ერთეულების გაერთიანების საკითხს განიხილავენ.
საქმე ეხება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, მუნიციპალიტეტების ტერიტორიული ოპტიმიზაციის შედეგად ჩამოყალიბდება ერთი თვითმმართველი ერთეული, შერწყმულ მუნიციპალიტეტს კი ახლა არსებული ორივე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი სრულად დარჩება. გარდა ამისა, ამავე სტრატეგიის თანახმად, გამგებლის თანამდებობა შესაძლოა გაუქმდეს და ყველა მუნიციპალიტეტს არჩეული მერი ეყოლება. საკრებულოებს კი, დემოკრატიული...
ქალაქ ზუგდიდში საკრებულოს სხდომა, სადაც საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს სამთავრობო კომისიის წერილს გნიხილავენ, ხმაურით მიმდინარეობს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანა წითლიძის თქმით, სხდომაზე „ქართული ოცნების“ აქტივისტები არიან მობილიზებულები, და ეს ხდება მიზანმიმართულად. მისი თქმით, დღეს ყველას უნდა მიეცეს შესაძლებლობა საკუთარი მოაზრების გამოთქმის, საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე. მის ამ განცხადებას სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა საკრებულოს თავმჯდომარე ნატალია შეროზიასთან. ანა წითლიძის თქმით, ისინი საკრებულოს სხდომაზე...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!





































