ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს სხდომა ცხარე კამათის ფონზე ჩატარდა. ქალაქ ზუგდიდის საკრებულოში თვითმმართველი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის გაერთიანების საკითხი განიხილეს. სხდომა, რომელსაც მოსახლეობა და არასამთავრობო ორგანიზაციიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ ცხარე კამათის ფონზე ჩატარდა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა ქალაქისა და სათემო მუნიციპალიტეტის გაერთიანების საკითხი უკან გადადგმულ ნაბიჯად შეაფასეს.
სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, კამათი იმდენად ცხარე იყო, რომ საკრებულოს თავმჯდომარემ საკითხის კენჭისყრაზე დაყენებაც კი ვერ მოახრეხა. მან ისე დატოვა სხდომა დამსწრე საზოგადოებისთვის გაუგებარი დარჩა საკითხი, რა გადაწყვეტილება მიიღო საკრებულომ.