ამ წუთებში ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს სხდომა დაიწყო, სადაც თვითმმართველი ერთეულების გაერთიანების საკითხს განიხილავენ.
საქმე ეხება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, მუნიციპალიტეტების ტერიტორიული ოპტიმიზაციის შედეგად ჩამოყალიბდება ერთი თვითმმართველი ერთეული, შერწყმულ მუნიციპალიტეტს კი ახლა არსებული ორივე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი სრულად დარჩება. გარდა ამისა, ამავე სტრატეგიის თანახმად, გამგებლის თანამდებობა შესაძლოა გაუქმდეს და ყველა მუნიციპალიტეტს არჩეული მერი ეყოლება. საკრებულოებს კი, დემოკრატიული კონტროლისთვის ბერკეტები მიეცემათ.
აღნიშნული თვითმმართველობების დეცენტრალიზაციის საშუალოვადიან სტრატეგიაში გაიწერება, რომელიც წლის ბოლომდე უნდა შემუშავდეს.
თუმცა, სამინისტროს ამ პოზიციას არ იზიარებს ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობისშემსრულებელი ნინო გოგუაძე. როგორც გოგუაძე “დროა ჯისთან” საუბრისას აცხადებდა, ის თვითმმართველი ერთეულების გაერთიანების წინააღმდეგია.
„ყველა ვარიანტში, ამის წინააღმდეგი ვარ. ამის მთავარი არგუმენტიც შემიძლია მოგიყვანოთ – მეტიმუნიციპალიტეტი, მეტი ტერიტორიული დაყოფა ნიშნავს მეტ თვითმმართველობას, ეს არის ამოსავალიწერტილი. მეტი თვითმმართველობა და მეტი ჩართულობა კი ქვეყნის განვითარების უფრო მაღალ ხარისხსნიშნავს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამგვარი რეფორმის წინააღმდეგი ვიქნები.
ქალაქ ოზურგეთს სპეციფიკური საკრებულო აქვს,აქ არცერთ პარტიას არ ჰყავს უმრავლესობა, მათშორის არც მმართველ პარტიას. ამიტომსაკრებულოს ყველა წევრი გადაწყვეტილებასსაკუთარი შეხედულებისამებრ იღებს.ვიცი, რომსაკრებულოს წევრები არ მოერიდებიან საკუთარიაზრის დაფიქსირებას და ნებისმიერ შემთხვევაში აქარ უნდა იგულისხმებოდეს ვინმეს და რაიმესზეგავლენა.
დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა საკუთარ აზრსდააფიქსირებს. მე პირადად არ ვაპირებ ჩარევას დასაკუთარი აზრის თავსმოხვევას, რადგან ძალიანმნიშვნელოვანია ჩემთვის რა პოზიცია ექნებათ მათდა რას შემოგვთავაზებენ. საკრებულოკოლეგიალურიორგანოა; არა აქვს მნიშვნელობა რომელი ძალაა მმართველი; ვინ არის ოპოზიციაში, მთავარიაკოლეგიალურორგანოში ყველამ ინდივიდუალურად მიიღოს გადაწყვეტილება. თუ ეს გადაწყვეტილება იქნებაუმრავლესობის აზრი, ეს შემდეგ აისახება. პირადად ჩემი გადაწყვეტილება უკვე გითხარით, ამ საკითხს მხარს არდავუჭერ“, _ აცხადებდა გოგუაძე.
წყარო: გურიანიუსი