ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე კარლო ღადუამ სხდომაზე მიმართა მუნიციპალიტეტების გაერთიანების შესახებ მომზადებული კანონპროექტის ავტორებს, რომ პროექტში გაითვალისწინონ მათი მოსაზრებები, რაც მდგომარებს იმაში, რომ ქალაქს უნდა შეუნარჩუნდეს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი.
„ჩვენ ბევრი პოზიტიური ცვლილება ვნახეთ ამ პროექტში მგონია რომ დღევანდელ რეალობას მორგებულია ეს ყველაფერი, მაგრამ მივმართავთ თხოვნით პროექტის ავტორებს, რომ გაითვალისწინონ ხალხის აზრი. გაერთიანების შემთხვევაში ზუგდიდი იყოს თვითმმართველი ქალაქი. ხალხიც, ოპოზიციაც იმას იძახდა რომ ჩვენ ვხარჯავთ ბევრს, ახალი პრექტით ჩვენ აღარ დავხარჯავთ ბევრს, ვივლით უფრო მეტს, ვიშრომებთ უფრ მეტს, და იმ თანხებს რასაც დავზოგავთ გადავიტანთ სოციალურ ხარჯებში, ინფრასტრუქტურულ ხარჯებში და ა.შ. მე მივმართავ პროექტის ავტორებს, დღეს ზუგდიდს უნდა რომ ზუგდიდი დარჩეს თვითმმართველ ქალაქად“.
საკრებულოს წევრ კახაბერ ფარცვანიას განცხადებით, ის მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს მუნიციპალიტეტების გაერთიანების საკითხზე კენჭისყრას, თუ ზუგდიდს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი შეუნარჩუნდება.
„მე, როგორც ერთ ზუგდიდელს, როგორც რიგით საკრებულოს წევრს მაქვს წინადადება, რომ გაერთიანების შემთხვევაში, ის იყოს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. ეს არის ჩემი პოზიცია, სხვა შემთხვევაში მე წინააღმდეგი ვარ რომ ეს საკითხი კენჭისყრაზე გავიტანოთ“, – განაცხადა დეპუტატმა კახაბერ ფარცვანიამ.
ზუგდიდის საკრებულო დღეს მუნიციპალიტეტების გაერთიანების შესახებ კანონპროექტს განიხილავს. სხდომას ესწრებიან მოქალაქეები, პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლები. არასამთავრობოები სხდომაზე მოვიდნენ პკალატით – „ზუგდიდი ჩემი ქალაქია“, „მეტი დეცენტრალიზაცია“, „მოქალაქის ძალა თვითმმართველობაშია“.
წყარო: ლაივპრესი