არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ საქართველოს პარლამენტის კომიტეტებმა "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში" შესატანი ცვლილებების განხილვით, რომელიც 7 თვითმმართველი ქალაქის კოდექსიდან ამოღებას ითვალისწინებს, კანონი დაარღვიეს.
სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელის, კოტე კანდელაკის თქმით, პარლამენტს, პირველ რიგში, მუნიციპალიტეტების გაუქმებისა და ახალი მუნიციპალიტეტების შექმნის შესახებ დადგენილება უნდა მიეღო და მხოლოდ ამის შემდეგ განეხილა "ადგილობრივ თვითმმართველობის კოდექსში" შესატანი ცვლილებები, რომელიც 12 თვითმმართველი ქალაქის ჩამონათვალიდან 7-ის ამოღებას...
https://www.youtube.com/watch?v=6zDWQYcsD2Q
თბილისის ახალი საბავშვო ბაღების ნუმერაცია დასრულდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, თბილისის ხუთ ახალ საბავშვო ბაღს, რომლებიც სექტემბერში გაიხსნება, შესაბამისი ნომრები მიენიჭა. „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის, 24 მაისის განკარგულებით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ ხუთი ახალი ა(ა)იპ დააფუძნა, შესაბამისად, ოფიციალურად განისაზღვრა ახალი ბაღების ნუმერაცია, რაც რეგისტრაციის შემთხვევაში დაფიქსირდება სააგენტოს ვებპორტალზე. ამ განკარგულების მიხედვით: საბურთალოს რაიონში, ვაშლიჯვრის დასახლების მეორე ზონაში...
დიდუბის რაიონში, დიღმის მასივის მე-3 კვარტლის მე-11, მე-12 კორპუსებთან და ბელიაშვილის ქუჩის N40-ში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია დასრულდა. ინფორმაციას ამის შესახებ დიდუბის რაიონის გამგეობა ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, მოხდა ამორტიზებული ხელოვნური საფარის დემონტაჟი, დაისხა ბეტონი, მოეწყო კომბინირებული ხელოვნური საფარი, ტერიტორია შემოიღობა მავთულბადით, ხოლო დაზიანებული ინვენტარი ახლით შეიცვალა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, შპს „ჯორჯიან ინვესტმა“ შეასრულა, რომლის ღირებულებამ 35 960 ლარი შეადგინა.
თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურმა ავლაბრის მეტროს წინ მდებარე ვერტიკალური დეკორატიული ბაღი აღადგინა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, მოიხსნა დაზიანებული საფარი, მოეწყო სარწყავი სისტემა, დამონტაჟდა სპეციალური თექის ქსოვილი, დამუშავდა ფილების ზედაპირი, კედელზე დაირგო შვიდი ათასი სხვადასხვა სახეობის მცენარე.
ტერიტორიაზე, სადაც საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა იგეგმებოდა, სექტემბრიდან საბავშვო ბაღი გაიხსნება
საბურთალოს რაიონში, პეკინის №23(ა)-ში, წლების წინ დახურული საბავშვო ბაღი სექტემბრიდან გაიხსნება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბაღის შენობას გამაგრებისა და სარეკონსტრუქციო სამუშაოები უკვე ჩაუტარდა - მოეწყო შენობის შიდა სივრცე და ეზო. სამუშაოების ღირებულებამ 1 318 000 ლარი შეადგინა.
მერიის ინფორმაციით, საბავშვო ბაღში აღსაზრდელთა 9, მათ შორის, 2 ბაგის ჯგუფი გაიხსნება და 70-მდე ადამიანი დასაქმდება.
გამსახურდიას 23(ა)-ში მდებარე ყოფილი ბაგა-ბაღის ადგილზე შპს „ელზურო“ მრავალფუნქციური საცხოვრებელი...
15 სექტემბრამდე თბილისის ქუჩებს მინიმუმ 18 ახალი შუქნიშანი შეემატება. ინფორმაციას თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, 18-დან 15 ობიექტის ადგილმდებარეობა უკვე განსაზღვრულია. კერძოდ:
ქვეითთა გადასასვლელებზე ღილაკიანი შუქნიშნები განთავსდება: წერეთლის გაზირისა და გორის ქუჩის კვეთასთან; მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ხოშარაულის 29-სთან; მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მშრალ ხიდთან; მარშალ გელოვანის გამზ. 6-თან; უნივერსიტეტის ქუჩა 6-თან; ბელიაშვილის ქუჩაზე, რესტორან „წისქვილთან“;
ასევე, შუქნიშნების რეაბილიტაცია და მონტაჟი გათვალისწინებულია:...
თბილისის საბავშვო ბაგა_ბაღების მართვის სააგენტოს ინიციატივითა და თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით, დედაქალაქს ივლისის თვეში 40 საზაფხულო ბაღი მოემსახურება. ოჯახებს, რომლებიც ჯერ ვერ ახერხებენ შვილების ქალაქგარეთ გაყვანას, შესაძლებლობა აქვთ მათ რაიონში მოქმედი საზაფხულო ბაღების მომსახურებით უფასოდ ისარგებლონ.
საზაფხულო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 3 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია 19 ივნისს, 13.00 საათზე დაიწყება და 29 ივნისს დასრულდება. რეგისტრაცია იწარმოებს ელექტრონულად, საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე: www.kids.org.ge.
საზაფხულო ბაგა-ბაღებში რეგისტრირებული აღსაზრდელები, მომსახურებას მიიღებენ მხოლოდ მიმდინარე წლის ივლისის თვეში და აღნიშნული რეგისტრაცია არ ეხება 2017-2018 სააღმზრდელო წელს.
საზაფხულო ბაღების სია რაიონების მიხედვით:
გლდანის რაიონი – N153, N48, N205, N216, N186
დიდუბის რაიონი –...
პროექტ „ახალი ტფილისის“ მეორე ეტაპი იწყება. პროექტის ფარგლებში, თბილისის განვითარების ფონდი ორბელიანის მოედანზე საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაციას იწყებს. სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისში დაიწყება და ოთხი თვის ვადაში დასრულდება.
სამუშაოები ორბელიანის მოედნის ტერიტორიაზე შვიდ ქუჩაზე: ათონელის, ვირსალაძის, ხიდის, ფურცელაძის, ფხოვის, სობჩაკის (ყოფილი ხაზინის ქუჩა) და თაბუკაშვილის ქუჩებზე განხორციელდება.
საინჟინრო-საკომუნიკაციო პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ქუჩებზე მთლიანად შეიცვლება წყალმომარაგების ქსელი და კანალიზაციის სისტემა. მოეწყობა ახალი სადრენაჟე...
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრებმა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირეს. კომიტეტის სხდომაზე პროექტი ერთ-ერთმა ავტორმა ილიამ წულაიამ წარადგინა. "ვთვლით, რომ პარტიას ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაში წამომადგენელი არა დაფინანსების მიხედვით, არამედ მიღებული ხმების შესაბამისად უნდა ჰყავდეს, ეს არის სამართლიანი პრინციპი, რადგან ერთ და ორკაციან პარტიებზე ადგილების გადანაწილება არასამართლიანია. ამ პარტიებს არ აქვთ ხალხის მანდატი", - განაცხადა ილია წულაიამ, რომელიც რამდენიმე...
„თუ არსებობს აჭარის უზენაესი საბჭო, თქვენი ამ ლოგიკით, შესაძლოა, საქართველოს პარლამენტის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს“, - ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის წევრმა, თელავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი სესიაშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეს, კახაბერ გულედანს, რომელმაც 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმების მთავარ არგუმენტად ორ მომიჯნავე მუნიციპალიტეტში ერთი და იგივე ფუნქციის მატარებელი ადგილობრივი ხელისუფლების არსებობა დაასახელა.
ირაკლი სესიაშვილი, პრაქტიკულად, ერთადერთი დეპუტატი აღმოჩნდა...
„ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, ვფიქრობთ რომ ქალაქი და სოფელი ერთად უნდა ვითარდებოდეს. ვეთანხმებით ოპონენტებს, რომ ქალაქს და სოფელს სხვადასხვა საჭიროებები აქვს, მააგრამ ისინი მაინც ერთად უნდა განვითარდეს, რადგან მათ ხშირად საერთო და მსგავსი პრობლემებიც აქვთ“, - განაცხადა პარლამენტში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კახა გულედანმა, რომელიც დეპუტატებს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს აცნობდა.
კითხვაზე, ჩატარდა თუ არა კონსულტაციები მოსახლეობასთან, კახა...
ცნობილი ხდება ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. დოკუმენტში საუბარია მანდატების გადანაწილების წესზე და საარჩევნო 5%-იან ბარიერის პრინციპზე.
სამუშაო დოკუმენტის მიხედვით, საქართველო რჩება საკმაოდ ცენტრალიზებულ სახელმწიფოდ, რომელშიც მოქმედებს ერთპალატიანი პარლამენტი. მას აკლია სასამართლო დამოუკიდებლობის ტრადიცია, ამ პირობებში არსებობს საპარლამენტო უმრავლესობის დომინირების რისკი. ყურადღება უნდა გამახვილდეს შეკავებისა და გაწონასწორების მექანიზმის გაძლიერებაზე სახელისუფლებო შტოებს შორის, რაც მეორე პალატის ამოქმედებასა და...
2013 წელს განხორციელებულმა თვითმმართველობის რეფორმამ არ გაამართლა, - მუნიციპალიტეტების გაყოფა იყო არაეფექტური, - ამის შესახებ პარლამენტში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ კახა გულედანმა განაცხადა, რომელიც დეპუტატებს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს აცნობს.
გულედანის განმარტებით, 7 მუნიციპალიტეტის გაერთიანებით მოხდება ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება და შესაბამისი რესურსის ეფექტურად დახარჯვა.
”2013 წელს კანონის მიღებას თავიდანვე ჰყავდა როგორც მომხრეები, ასევე მოწინააღმდეგეები. ეს არ...
ადამიანის უფლებების და თავდაცვის კომიტეტებმა თვითმმართველი ერთეულების გაერთიანებას მხარი დაუჭირეს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის კახაბერ გულედანის მიერ გამოიტანილ საკითხს კომიტეტებამ ერთხმად დაუჭირეს მხარი. ერთადერთი დეპუტატი, ვინც განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა, ირაკლი სესიაშვილი იყო, რომელიც ამავდროულად თელავის მაჟორიტარი დეპუტატია. მისი თქმით, ადგილობრივი დემოკრატია გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ხარჯების დაზოგვა, მით უფრო, რომ ხარჯების დაზოგვა სხვაგვარადაც არის შესაძლებელი.
სხდომას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც...
ბორჯომში ხიდების რეაბილიტაცია გრძელდება. როგორც ”ინტერპრესნიუსს” ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ამჯერად მასშტაბური სამუშაოები ქალაქის ცენტრში მდებარე ე.წ. დიდ ხიდზე დაიწყო. პროექტის მიხედვით, ხიდზე გათვალისწინებულია გზის სამოსის და ტროტუარების მოწყობა, ბურჯების, მოაჯირებისა და არსებული მილსადენის შეღებვა-შელესვის სამუშაოები.
როგორც გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა აღნიშნა, ამ ეტაპზე ტერიტორიაზე მიმდინარეობს ტროტუარებისა და სამანქანო გზის დაზიანებული ასფალტობეტონის და ბორდიურების დემონტაჟი. მისივე განმარტებით, ხიდზე მოცულობითი სამუშაოები ჩატარდება, მისი იერსახე...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































