თბილისის ახალი საბავშვო ბაღების ნუმერაცია დასრულდა

1398

თბილისის ახალი საბავშვო ბაღების ნუმერაცია დასრულდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, თბილისის ხუთ ახალ საბავშვო ბაღს, რომლებიც სექტემბერში გაიხსნება, შესაბამისი ნომრები მიენიჭა. „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის, 24 მაისის განკარგულებით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ ხუთი ახალი ა(ა)იპ დააფუძნა, შესაბამისად, ოფიციალურად განისაზღვრა ახალი ბაღების ნუმერაცია, რაც რეგისტრაციის შემთხვევაში დაფიქსირდება სააგენტოს ვებპორტალზე. ამ განკარგულების მიხედვით: საბურთალოს რაიონში, ვაშლიჯვრის დასახლების მეორე ზონაში აშენებულ ახალს ბაღს მიენიჭა ნომერი – 33; ჩუღურეთის რაიონში, ჩიტაიას ქუჩა N6-ში მდებარე ბაგა-ბაღი იქნება N69-ე; საბურთალოს რაიონში, პეკინის გამზირის N23-ში არსებული საბავშვო ბაღი იქნება N74-ე საჯარო ბაგა-ბაღი; ნაძალადევის რაიონში, ურეკის ქუჩა N4-ში მდებარე საბავშვო ბაგა-ბაღი იქნება N113-ე საჯაარო ბაგა-ბაღი; თბილისთან შემოერთებულ სოფელ წინუბანში მდებარე ბაღს მიენიჭა სახელწოდება: „ქ.თბილისის წინუბნის საბავშვო ბაგა-ბაღი“, – აცხადებენ მერიაში.

მერიის ინფორმაციით, ხუთივე საბავშვო ბაგა-ბაღი 2017 წლის სექტემბრიდან შევა ექსპლუატაციაში და დამატებით, 1500 აღსაზრდელის რეგისტრაცია იქნება შესაძლებელი.

წყარო: ინტერპრესნიუსი