ავლაბრის მეტროს წინ მდებარე ვერტიკალური დეკორატიული ბაღი აღადგინეს

2017

თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურმა ავლაბრის მეტროს წინ მდებარე ვერტიკალური დეკორატიული ბაღი აღადგინა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, მოიხსნა დაზიანებული საფარი, მოეწყო სარწყავი სისტემა, დამონტაჟდა სპეციალური თექის ქსოვილი, დამუშავდა ფილების ზედაპირი, კედელზე დაირგო შვიდი ათასი სხვადასხვა სახეობის მცენარე.