ადამიანის უფლებების და თავდაცვის კომიტეტებმა თვითმმართველი ქალაქების გაუქმებას და თვითმმართველი ერთეულების გაერთიანებას მხარი დაუჭირეს

845

ადამიანის უფლებების და თავდაცვის კომიტეტებმა თვითმმართველი ერთეულების გაერთიანებას მხარი დაუჭირეს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის კახაბერ გულედანის მიერ გამოიტანილ საკითხს კომიტეტებამ ერთხმად დაუჭირეს მხარი. ერთადერთი დეპუტატი, ვინც განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა, ირაკლი სესიაშვილი იყო, რომელიც ამავდროულად თელავის მაჟორიტარი დეპუტატია. მისი თქმით, ადგილობრივი დემოკრატია გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ხარჯების დაზოგვა, მით უფრო, რომ ხარჯების დაზოგვა სხვაგვარადაც არის შესაძლებელი.
სხდომას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებიდნენ. მათი თქმით, ეს გადაწყვეტილება შეაფერხებს ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარებას. გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პროცედურულ დარღვევებზეც ისაუბრეს, ვინაიდან ჯერ პარლამენტს უნდა მიეღო დადგენილება თვითმმართველი ერთეულების გაერთიანების შესახებ და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა განხილულიყო ცვლილებები თვითმმართველობის კოდექსში.
ამ წუთებში თვითმმართველობის გაერთიანების საკითხს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იხილავს.