დიდუბის რაიონში, დიღმის მასივის მე-3 კვარტლის მე-11, მე-12 კორპუსებთან და ბელიაშვილის ქუჩის N40-ში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია დასრულდა. ინფორმაციას ამის შესახებ დიდუბის რაიონის გამგეობა ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, მოხდა ამორტიზებული ხელოვნური საფარის დემონტაჟი, დაისხა ბეტონი, მოეწყო კომბინირებული ხელოვნური საფარი, ტერიტორია შემოიღობა მავთულბადით, ხოლო დაზიანებული ინვენტარი ახლით შეიცვალა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, შპს „ჯორჯიან ინვესტმა“ შეასრულა, რომლის ღირებულებამ 35 960 ლარი შეადგინა.