ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატები" საქართველოს მთავრობას სარეკომედნაციო წინადადებით მიმართავს და ტერიტორიული მოწყობის საკითხებთან მიმართებით, რეფორმის განხორციელების პროცესში, გუბერნატორისა და ტერიტორიულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლების ინსტიტუტების გაუქმებას სთავაზობს. ორგანიზაციის წინადადებები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის უკვე გაეგზავნა და ოფიციალური წესით დარეგისტრირებულია. "ახალგაზრდა ადვოკატების" საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიმართულების ხელმძღვანელის, გიორგი ლაბაძის განცხადებით, ორგანიზაცია იკვლევს და აფასებს ინსტიტუციური რეფორმების პროცესში, სახელმწიფო-ტერიტორიული მოწყობის საკითხებს და წარმოადგენს არსებულ რეალობაზე...
არ მივესალმები, რომ 17-ათასიან ქალაქს მერი ჰყავდეს - ეს ზედმეტი ფუფუნებაა ჩვენს დღევანდელ სიტუციაში, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ახალციხის მაჟორიტარმა და ყოფილმა მერმა, გიორგი კოპაძემ თვითმმართველ ქალაქებთან დაკავშირებით დაგეგმილი ცვლილებების საკითხზე კომენტირებისას განუცხადა. ახალციხე ერთ-ერთი თვითმმართველი ქალაქია, რომელიც პარლამენტში წარდგენილი პროექტის გათვალისწინებით თვითმმართველ თემთან გაერთიანდება. „თვითმმართველი ქალაქებისა და თემების გაერთიანებით ოპტიმიზაცია ხორციელდება. როდესაც ვსაუბრობთ, რომ არის ზედმეტი რგოლები, ხდება ერთი და...
საქართველოს პარლამენტმა 15 ივნისს კენჭი უყარა დადგენილებას, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში 7 თვითმმართველი ქალაქი - თელავი, გორი, ახალციხე, ოზურგეთი, ზუგდიდი, მცხეთა და ამბროლაური, როგორც თვითმმართველი ქალაქები, გაუქმდა და სათემო მუნიციპალიტეტებში გაერთიანდა. დადგენილების თანახმად, აღნიშნული ქალაქები, თვითმმართველი ერთეულების ნაცვლად, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრებად განისაზღვრა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ შვიდ ქალაქს აღარ ექნება საკუთარი ბიუჯეტი, რაც დამოუკიდებლად პროექტების განხორციელების შესაძლებლობას უსპობს; არ ეყოლება...
თბილისში საზაფხულო ბაღებში რეგისტრაციის პროცედურა, ტექნიკური ხარვეზის გამო, რამდენიმე საათით გადაიდო. აღსაზრდელთა რეგისტრაცია, 13:00 საათის ნაცვლად, 15:00 საათზე დაიწყება. ინფორმაციას თბილისის ბაგა ბაღების მართვის სააგენტო ავრცელებს. რეგისტრაცია იწარმოებს ელექტრონულად, საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე: www.kids.org.ge 3-დან 31 ივლისამდე თბილისში 40 საზაფხულო ბაგა-ბაღი იმუშავებს და ოჯახებს, რომლებიც ჯერ ვერ ახერხებენ შვილების ქალაქგარეთ გაყვანას, შესაძლებლობა ექნებათ, მათ რაიონში მოქმედი საზაფხულო ბაღების მომსახურებით უფასოდ ისარგებლონ. საზაფხულო...
ველო ბანაკი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ დაბასთან, გასულ თვეს საზეიმოდ გაიხსნა. ბანაკი პროექტის ფარგლებში მოეწყო და ის ამ ტიპის პირველი ბანაკია საქართველოში. ინიციატივა მიზნად ისახავს ველო და სასოფლო ტურიზმის განვითარებას ბორჯომში. პროექტში ჩართულია კოოპერატივი "კენკრა", რომელიც ტურისტებს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტით მოამარაგებს.
ამ წუთებში ხმაურია ქუთაისის მერიასთან, სადაც ბუხაიძის ქუჩის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, აქციის მონაწილეები ითხოვენ, შეწყდეს მათი კორპუსის წინ არსებულ სკვერში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები. აღნიშნულ ადგილზე კაფე-ბარ „ფლამინგოს“ მშენებლობაა გადაწყვეტილი. ადგილობრივი მთავრობის ინიციატივით, კერძო მესაკუთრეს აღნიშნული ტერიტორია მას შემდეგ შესთავაზეს, რაც უკვე ქალაქის ცენტრში არსებული „ფლამინგოს“ ბარის დემონტაჟი განხორციელდა. კაფის ხელმძღვანელობისთვის გამოყოფილ ალტერნატიულ ტერიტორიას ბუხაიძის ქუჩის...
ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის აკადემიური განვითარების გეგმას, აკადემიურ და კვლევით პროგრამებს, მმართველობითი სტრუქტურებისა და განვითარების გეგმას მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის (TUM) სპეციალისტები ქართულ მხარესთან ერთად შეიმუშავებენ, - თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ საერთაშორისო პროექტების განხორციელებისთვის დაფუძნებული ორგანიზაცია TUM International-ის მმართველმა დირექტორმა დანიელ გოტშალდმა დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს. ინფორმაციას ამის შესახებ პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს. სასწავლო და კვლევითი...
2017 წლის 15 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა თელავის, გორის, მცხეთის, ახალციხის, ოზურგეთის, ზუგდიდისა და ამბროლაურის სათემო მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქების გაერთიანებას. პარლამენტის გადაწყვეტილებამდე ზუსტად ერთი თვით ადრე, 15 მაისს, თელავის საკრებულომ  მიიღო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წერილი „ქალაქ თელავისა და თელავის მუნიციპალიტეტების გაერთიანებისა და ახალი მუნიციპალიტეტის შექმნასთან დაკავშირებით“. მთავრობის ამ შეთავაზების მიზეზად 2014 წელს გატარებული უშედეგო რეფორმა...
საერთაშორისო ორგანიზაციამ "ადამიანი გაჭირვებაში" (PIN) და "საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციამ" კვლევა - "აგრობიზნესის საჭიროებების შეფასება" - ჩაატარეს. კვლევა ევროკავშირის მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ხელშეწყობით იმერეთსა და რაჭაში განხორცილდა. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, კვლევა 2014-2016 წლებში ჩატარდა და ფერმერების წინაშე არსებული ძირითადი გამოწვევებისა და მათი გადაჭრის პოტენციური გზების იდენტიფიცირება მოხდა. ადგილობრივი აგრობიზნესის საჭიროებების შესწავლის შედეგები დაეხმარება ადგილობრივ,...
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგაანში გზის რეაბილიტაცია დასრულდა. როგორც მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში განაცხადეს, სამუშაოები დაახლოებით ერთი კვირის წინ დაიწყო. „დასრულებულია 280 მეტრის გზის მონაკვეთი, ამის პარალელურად დაიწყო ვაჩნაძიანში 400 მეტრი გზის და სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია“, - აცხადებენ ბიუროში. ზეგაანის გზის რეაბილიტაციისთვის - 77 620 ლარი, ხოლო ვაჩნაძიანის გზისა და სანიაღვრეებისთვის 111 982 ლარია გამოყოფილი. წყარო: სპექტრი ფოტო: სპექტრი
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა საზოგადოებას განსახილველად ივლისის თვეში წარედგინება, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმაზე მუშაობა უკვე დასრულებულია და აღნიშნული გენერალური გეგმა თბილისის მერიას უკვე გადაეცა. დავით ნარმანია აცხადებს, რომ ივლისში საზოგადოებას აღნიშნულ გეგმას განსახილველად წარუდგენენ. კერძოდ, განხილვები მოეწყობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ტექნიკურ უნივერსიტეტში, არქიტექტურის ასოციაციაში, არქიტექტურის სამსახურში, ასევე მეცნიერებათა აკადემიაში და...
კოლმეურნეობის მოედნის ქვეშ სამდონიანი პარკირებისთვის ადგილი მოეწყობა, - აღნიშნული განცხადება თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან შეხვედრისას გააკეთა. მისივე თქმით, სამდონიანი პარკირების ადგილის მოწყობა კოლმეურნეობის მოედნის რეაბილიტაციის პროექტის შემადგენელი ნაწილია, რომლის განხორციელებაც უკვე დაიწყო. კერძოდ, ორბელიანის მოედანზე გამავალ ორ პატარა ქუჩაზე საკომუნიკაციო და წყალკანალიზაციის სისტემის გამოცვლა უკვე მიმდინარეობს. დავით ნარმანიას თქმით, კოლმეურნეობის მოედნის რეაბილიტაციისთვის 20 მილიონი ლარი დაიხარჯება და იგი 30...
თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, „თბილისის მიკროავტობუსმა“ ავტოპარკი 2018 წლიდან უნდა განაახლოს. ირაკლი ლექვინაძის თქმით, კომპანია ”თბილისის მიკროავტობუსს” ამის ვალდებულება კონტრაქტით გააჩნია. მისივე ინფორმაციით, კომპანიასა და თბილისის მერიას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ვადა 2031 წელს ეწურება. ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, თბილისის მერია არ აპირებს ხისტი გადაწყვეტილება მიიღოს და კომპანიასთან კონტრაქტი გაწყვიტოს, რადგან მიკროავტობუსებს ქალაქში ყოველდღიურად მგზავრთა ძალიან დიდი რაოდენობა გადაყავს. დღიურად 400...
„მზიურის“ ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცე მოეწყობა, რომლისთვის სამუშაოები მომავალი თვიდან დაიწყება, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განუცხადა. თბილისის მერის თქმით, „მზიურის“ ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონის მოწყობის შესახებ კონცეფცია მომზადდა, უახლოეს პერიოდში პროექტის განსახორციელებლად ტენდერი გამოცხადდება და სამუშაოები მომავალი თვიდან დაიწყება. პროექტის ღირებულება დაახლოებით 3 მილიონი ლარია და ის ითვალისწინებს „მზიურის“ ტერიტორიის კიდევ უფრო გამწვანებას, ხე-მცენარეების დარგვას, საბავშვო სივრცის მოწყობას. დავით ნარმანიას...
დედაქალაქის მერის მოადგილის ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, ტრამვაის აღდგენის საკითხი მერიაში განიხილება, თუმცა „დღეს ამაზე ფიქრის ფუფუნება არ გვაქვს". ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, ტრამვაის ხაზის აღდგენა საკმაოდ დიდი ხარჯებთანაა დაკავშირებული: „მარტო 14 კმ-იანი ხაზი 150 მილიონი ევრო ჯდება. ჩვენ ეს თანხა შეიძლება ჩავდოთ ავტობუსების პარკის განახლებასა და მეტროს ხაზების დამატებაზე. 2022-2030 წლებში შეიძლება ტრამვაის ხაზის აღდგენაზე საუბარი, მანამდე არა", - განაცხადა ლექვინაძემ. როგორც...
"ევროპული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ გიგი უგულავასთან და კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატ მამუკა ახვლედიანთან ერთად, ქვემო ფონიჭალის მოსახლეობას პარტიის სოციალური ინიციატივების პროექტი გააცნო. "ევროპული საქართველოს" წინასაარჩევნო პროგრამის პრიორიტეტი ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების გზით პენსიის 50 ლარით და მიზნობრივი სოციალური დახმარების 150-დან 520 ლარამდე გაზრდა იქნება. ელენე ხოშტარიას თქმით, თბილისის მერია თანხებს არამიზნობრივად ხარჯავს - მანქანებზე, რბილ ავეჯზე, მივლინებებსა და პრემია-დანამატებზე, რისი შემცირების...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ