ელენე ხოშტარიამ მოსახლეობას სოციალური ინიციატივები გააცნო

583

“ევროპული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ გიგი უგულავასთან და კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატ მამუკა ახვლედიანთან ერთად, ქვემო ფონიჭალის მოსახლეობას პარტიის სოციალური ინიციატივების პროექტი გააცნო. “ევროპული საქართველოს” წინასაარჩევნო პროგრამის პრიორიტეტი ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების გზით პენსიის 50 ლარით და მიზნობრივი სოციალური დახმარების 150-დან 520 ლარამდე გაზრდა იქნება.

ელენე ხოშტარიას თქმით, თბილისის მერია თანხებს არამიზნობრივად ხარჯავს – მანქანებზე, რბილ ავეჯზე, მივლინებებსა და პრემია-დანამატებზე, რისი შემცირების შედეგად შესაძლებელი იქნება სოციალური პროექტების განხორციელება.

წყარო: იმედინიუსი