თბილისში საზაფხულო ბაღებში რეგისტრაციის პროცედურა, ტექნიკური ხარვეზის გამო, რამდენიმე საათით გადაიდო. აღსაზრდელთა რეგისტრაცია, 13:00 საათის ნაცვლად, 15:00 საათზე დაიწყება. ინფორმაციას თბილისის ბაგა ბაღების მართვის სააგენტო ავრცელებს. რეგისტრაცია იწარმოებს ელექტრონულად, საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე: www.kids.org.ge
3-დან 31 ივლისამდე თბილისში 40 საზაფხულო ბაგა-ბაღი იმუშავებს და ოჯახებს, რომლებიც ჯერ ვერ ახერხებენ შვილების ქალაქგარეთ გაყვანას, შესაძლებლობა ექნებათ, მათ რაიონში მოქმედი საზაფხულო ბაღების მომსახურებით უფასოდ ისარგებლონ.
საზაფხულო ბაღების სია რაიონების მიხედვით: გლდანის რაიონი – N153, N48, N205, N216, N186; დიდუბის რაიონი – N11, N92, N23, N15; ვაკის რაიონი – N1, N27, N142, N83, ბაგა-ბაღი „ჩიორა“; ისნის რაიონი – N202, N29, N26, N215, N182; კრწანისის რაიონი – N51, N206; მთაწმინდის რაიონი – N170, N152, N162; ნაძალადევის რაიონი – N9, N79, N60, N143, N80; საბურთალოს რაიონი – N197, N171, N112; სამგორის რაიონი – N128, N12, N210, N45, N196, N72; ჩუღურეთის რაიონი – N34, N5“.
საზაფხულო ბაგა-ბაღებში რეგისტრირებული აღსაზრდელები მომსახურებას მიიღებენ მხოლოდ მიმდინარე წლის ივლისის თვეში და აღნიშნული რეგისტრაცია არ ეხება 2017-2018 სააღმზრდელო წელს, – აცხადებენ სააგენტოში.